x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ადამიანის ხელის ევოლუცია, უძველესი გადაშენებული თევზის ფარფლიდან იწყება
image

კანადაში აღმოჩენილმა გადაშენებული თევზის (Elpistostege watsoni) უძველესმა სახეობამ, რომელიც დევონის პერიოდში ცხოვრობდა, საშუალება მისცა ფლინდერსის (ავსტრალია) და კვებეკის (კანადა) უნივერსიტეტის მეცნიერებს, მიედევნებინათ თვალი ადამიანის ხელის ევოლუციისთვის (დაწყებული თევზის ფარფლებიდან დღემდე). მეცნიერებმა ჩაატარეს ამ სახეობის, რომელიც 360 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, მაღალენერგეტიკული სკანირება, და შესძლეს დაენახათ მკერდის ფარფლის ჩონჩხი. მასში აღმოაჩინეს მხრის და იდაყვის ძვლები, აგრეთვე კარგად ჩამოყალიბებული ფალანგები.

ჯონ ლონგის სიტყვებით (ერთ-ერთი მეცნიერი, რომელიც ამ კვლევაში იყო ჩართული), პირველად, ასეთი უძველესი თევზის ფარფლში აღმოჩენილია ის, რაც უეჭველად წარმოადგენს თითებს-ფარფლში არსებული ძვლები პრიმატების უმრავლესობის თითებს ჰგავს. მოცემული აღმოჩენა, როგორც ამბობს მეცნიერი, გვიჩვენებს, რომ ხელის ევოლუცია ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

image

image

ზოგადად, თევზების ევოლუცია, გადასვლა ოთხფეხა ხერხემლიანებზე, საიდანაც აგრეთვე ადამიანები არიან წარმოშობილი, იყო დედამიწაზე სიცოცხლის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ხელების და ფეხების ევოლუციამ კი ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ეს მოხდა დევონის შუა და ზედა პერიოდებს შორის, ანუ 393-დან 359 მილიონი წლის წინ.

დღევანდელ აღმოჩენამდე ამ სახეობის გარკვევაში პალეონტოლოგებს სხვა სახეობა ეხმარებოდა-Tiktaalik roseae, რომელიც არქტიკულ კანადაშია ნაპოვნი. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენა არასრული იყო, მეცნიერებმა შესძლეს ანატომიური ცვლილებების გარკვევა, რომელიც დაკავშირებული იყო წყლის გარეშე სუნთქვასთან, ყნოსვასთან და საკვებთან. ახალი ნიმუში Elpistostege watsoni აღმოჩენილ იქნა ჯერ კიდევ 2010 წელს, მაგრამ მხოლოდ დღეს, დიდი ხნის კვლევების შემდეგ მივედით მნიშვნელოვან აღმოჩენამდე.





ასევე დაგაინტერესებთ:



საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ


image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image


პროფესორ თომას მერილინის მისტიკური კოლექცია, რომელიც ლონდონში, დასანგრევად გამზადებულ სახლში ინახებოდა

image


ფრინველები და ცხოველები საოცარი რაკურსიდან

image


ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან

image


"თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია?

image








0
140
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0