არქიტექტურა სახლი მდინარეში (საფრანგეთი) 2021, 9 მარტი, 10:28 საფრანგეთში, ქ. ლავო-სიურ-ლუარასთან, მდინარე ლუარას სანაპიროზე გასეირნებისას თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს საკმაოდ უცნაური სანახაობა-შენობა, რომელიც მდინარის შუაგულში დგას. დატბორილი არ გეგონოთ, იგი იქ შეგნებულად განათავსა იქ ერთ-ერთმა კომპანიამ (რომელიც ჩაძირული გემების ამოყვანაზე სპეციალიზდება) ფრანგი მხატვრის თხოვნით. დღეს, სახლი ლუარაში, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ღირსშესანიშნაობაა. La maison dans la Loire – ფრანგი მხატვრის ქმნილებაა, რომელიც 2007 წლის სამხატვრო გამოფენის Estuaire ჩარჩოებში შექმნა. საინტერესოა, რომ მიტოვებული სახლი, ეს ზუსტი ასლია, ლავო-სიურ-ლუარში მდებარე სასტუმროსი. ახლა მის ადგილზე ბლინების კაფეტერიაა. კურკულმა შექმნა იდენტური შენობა ბეტონისგან და ლუარის მარჯვენა სანაპიროზე მოათავსა, მაგრამ ძლიერმა დინებებმა და მოქცევებმა იგი გადააბრუნეს, ამიტომ კონსტრუქცია ახალ ადგილზე, მარცხენა ნაპირთან ახლოს გადაიტანეს და იგივე, რომ არ განმეორებულიყო, მდინარის ქვის ფსკერზე მიამაგრეს. დღისით, La maison dans la Loire, უბრალოდ უცნაურად გამოიყურება, მაგრამ აი ღამით, როცა ქარი ფანჯრებში წუის, სახლი საშინელ ადგილად იქცევა. ხოლო რაც ნამდვილად აშინებს ხალხს, ეს სინათლეა, რომელიც ერთ-ერთ ოთახში ინთება-ამას ნამდვილად არავინ მოელოდება შუაგულ მდინარეში მიტოვებულ სახლში. იხილეთ ასევე:როგორ გამოიყურება სერ შონ კონერის აპარტამენტები, რომელიც ბონდიანას კადრშიც კი მოხვდა იტალიის ალპებში, 3290 მეტრის სიმაღლეზე სახლი დაამონტაჟეს შიმშილის ქვები, რომლებიც მისალოდნელი საფრთხის შესახებ გვამცნობს ზოგიერთი საინტერესო ფაქტი და ფოტოები სამხრეთ კორეაზე ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ როგორ შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი ნივთი არაჩვეულებრივად ვაქციოთ უნგრეთის ღვინის მარნები, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს 701 5-ს მოსწონს
|