x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ორეული

image

ფელიქს დადაევი, სტალინის ყველაზე ცნობილი ორეულია, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია მის შესახებ ბოლო დრომდე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.

ყველა ქვეყნის ლიდერებს ჰყავთ ორეულები. მაგალითად, რეკორდსმენს თავდასხმების რაოდენობაში, ფიდელ კასტროს, ათზე მეტი ორეული ჰყავდა. ის მათ იყენებდა მაშინ, როცა საჭიროება მოითხოვდა, რომ უსაფრთხოდ დაეტოვებინა ადგილი.

დადაევი დაღესტანში დაიბადა, 19 წლიდან მუშაობდა, მსახიობის რანგში უკრაინულ ანსამბლში გამოდიოდა. ხალხის ბელადთან მსგავსების გამო იგი საიდუმლო პოზიციაზე აიყვანეს.imageსურათზე მარცხნივ ფელიქს დადაევი

სტალინის ორეული იგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო. ყველა მონაცემი საიდუმლოდ ინახებოდა და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ სპეცსამსახურების რამდენიმე თანამშრომელმა იცოდა.

ფელიქსი ფრონტზე იბრძოდა და როცა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიჭრა, იგი დაღუპულად გამოაცხადეს. ასეთი ლეგენდა გაუვრცელეს არა მარტო თანამებრძოლებს შორის, არამედ ოჯახშიც.

საინტერესოა, რომ ორეულის პოზიციაზე დადაევმა თავისი მსახიობური მონაცემები საკმაოდ დახვეწა. სტალინის ყველა ორეული სერიოზულ მომზადებას გადიოდა. სპეცსამსახურები მათთვის საუკეთესო მასწავლებლებს არჩევდნენ, რომლებმაც არ იცოდნენ, რითვის ამეცადინებდნენ თავიანთ მოსწავლეებს.

თუმცა გარეგნულად ისინი ჰგავდნენ, მაგრამ სხვაობა ასაკში დიდი იყო. როცა დადაევი გადაიბირეს, იგი 25 წლის იყო, სტალინი კი 67 წლის! ამიტომ მიუხედავად წარმოუდგენელი ფიზიკური მსგავსებისა, ფელიქსს რამდენიმე თვე მოუწია საბჭოთა კავშირის ლიდერის ჟესტების, ლექსიკის და ხმის ტემბრის შესწავლა. დადაევი პირადად სტალინს სულ ერთხელ შეხვდა–მან უბრალოდ ხელი დაუქნია და გაუღიმა.

დადაევის შესახებ მონაცემები გასაჯაროვდა მხოლოდ 1996 წელს. ფელიქს დადაევმა–მსახიობმა, იუმორისტმა, თავისი ძირითადი კარიერა მხოლოდ ბელადის სიკვდილის შემდეგ გაიკეთა. როგორც თვითონ 2008 წელს ჰყვებოდა, მას მართლაც გასაოცარი მსგავსება ჰქონდა სტალინთან. მხოლოდ ყურებში იყო ოდნავი განსხვავება, მაგრამ ეს დეტალი არავის შეუმჩნევია. დადაევს 2020 წლის 4 მარტს 100 წელი შეუსრულდა!

image სურათზე ფელიქს დადაევი

ფელიქს დადაევი სტალინის ყველაზე ცნობილი ორეულია, მაგრამ არა ერთადერთი. იყო ვინმე რაშიდი, რომელიც ისე ჰგავდა სტალინს, რომ გადაწყდა სახიფათო მსგავსების გამო არმიიდან გაენთავისუფლებინათ. როცა იგი სახლში დაბრუნდა, მას უკვე სპეცსამსახურის აგენტი ელოდებოდა, რომელმაც ახალი საინტერესო სამსახური შესთავაზა. რაშიდი სტალინს ბანკეტებზე და დღესასწაულებზე ცვლიდა, მაგალითად როცა საჭირო იყო მორიგი ბიბლიოთეკის გახსნაზე ლენტის გაჭრა.image

0
1668
9-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1668
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0