x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138431
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
ჰაპლოჯგუფები
ჰაპლოჯგუფები


ერის ეთნოგენეზის შესასწავლად რამდენიმე მეთოდი გამოიყენება: ლინგვისტური მეთოდი და ერის ენის მიკუთვნება რომელიმე ენობრივ ოჯახთან, ასევე არქეოლოგიური კვლევები, ანატომიის კვლევა და ანთროპოლოგიური მეთოდი. ყოველი ზემოთჩამოთვლილი მეთოდი საკმაოდ დიდი სიზუსტით გამოირჩევა. ყველაზე დაბალი სანდოობა გააჩნია ისტორიულ წერილობით წყაროებს, ხოლო ისტორიული წარსულის კვლევის ყველაზე სანდო და თითქმის მათემატიკური სიზუსტით კვლევის საშუალებას გვაძლევს გენეტიკური კვლევები. დედამიწის დღევანდელი მოსახლეობა გენეტიკურად საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან, დაახლოებით 99, 5-99, 7%-ით, მიუხედავად იმისა, რომ ანთროპოლოგიურად საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და სხვადასხვა რასებად და ქვერასებად იყოფიან.

გენეტიკა, როგორც მეცნიერება დაიბადა 1865 წლის 8 მარტს გრეგორ იოჰან მენდელის, ავსტრიელი ბერის მიერ გაკეთებული სამეცნიერო მოხსენებით, რომელსაც წინ მრავალწლიანი დაუღალავი შრომა, დაკვირვება და ექსპერიმენტი უძღოდა. თავად ტერმინი "გენეტიკა" ინგლისელმა უილიამ ბეთსონმა 1906 წელს დაამკვიდრა. გენეტიკის აღმასვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც 1913 წელს ამერიკელმა მეცნიერმა თომას ჰანთ მორგანმა წარმოადგინა მემკვიდრეობითობის ქრომოსომული თეორია.

გენეტიკა გენებსა და მემკვიდრეობითობას სწავლობს. გენი - ეს არის ცოცხალი ორგანიზმების მემკვიდრეობითობის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული, რომელიც დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) შემადგენელი ერთეულია, მის უმცირეს მონაკვეთს წარმოადგენს. თავად დნმ კი შედის ქრომოსომის შემადგენლობაში, ხოლო თავად ქრომოსომები თითოეული უჯრედის ბირთვშია განლაგებული (გარდა სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტებისა, რომლებიც კარგავენ ბირთვს სისხლის მიმოქცევაში გადასვლისას). უჯრედის ბირთვის გარდა, დნმ გვხვდება ასევე უჯრედის ერთ-ერთ ორგანელაში - მიტოქონდრიაში და მას მიტოქონდრიული დნმ ეწოდება.


ადამიანის უჯრედის ბირთვში 23 წყვილი ქრომოსომაა. აქედან 22 წყვილი არის ავტოსომური დნმ-ის მატარებელი ქრომოსომები, ხოლო 23-ე წყვილი ქრომოსომა არის ე.წ. სასქესო ქრომოსომები, აღნიშნული, როგორც Y და X. ისინი ადამიანთა სქესს განსაზღვრავს. ყოველი მამაკაცის უჯრედებში 23-ე წყვილად არის თითო X და Y ქრომოსომა, ხოლო თითოეული ქალის 23-ე წყვილი ქრომოსომა არის XX. მშობლებიდან შვილებზე მამისა და დედის ქრომოსომების თანაბარი რაოდენობა 23-23 ქრომოსომა გადადის. სულ ადამიანის თითოეულ უჯრედს 46 ქრომოსომა აქვს.

როგორც Y-ქრომოსომა, ასევე მიტოქონდრიული დნმ ათასწლეულების განმავლობაში მუტაციას განიცდის. სწორედ ამ მუტაციების კვლევის შედეგად არქეოლოგიურად აღმოჩენილი, მრავალი სხვადასხვა ინდივიდის გენეტიკის კვლევით და თანამედროვე მოსახლეობის გენომთან შედარებით შეგვიძლია გავიგოთ, თუ ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები, სად წარმოიშვნენ, დედამიწის რომელ რეგიონებში ცხოვრობდნენ. როდის და სად გადასახლდნენ, როგორი იყო მათი მიგრაციები. გაირკვა, რომ დღეს მცხოვრებ ყოველ ადამიანს ერთი ქალი და ერთი კაცი ჰყავს წინაპარი, თუმცა ეს ქალი და კაცი ერთმანეთისგან ათიათასწლობის პერიოდით არიან დაშორებულნი ანუ სრულიად სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ. ეს არც იმას ნიშნავს, რომ მათთან ერთად სხვა მამაკაცები და ქალები არ ცხოვრობდნენ. ცხოვრობდნენ და თან ათიათასობით, მაგრამ სხვა ადამიანთა გენეტიკური ხაზები და მათი შთამომავლობა სხვადასხვა მიზეზით ასიათასობით წლის განმავლობაში გაიცხრილა და შეწყდა. დღეს დედამიწის მოსახლეობა მხოლოდ ორი უშორესი წინაპრის შთამომავლობაა. ამ წინაპრებს ბიბლიური ანალოგიით ეწოდებათ "მიტოქონდრიული ევა" (დღეს მცხოვრები ყოველი ქალის საერთო წინაპარი) და "Y-ქრომოსომული ადამი" (დღეს მცხოვრები ყოველი მამაკაცის საერთო წინაპარი). "მიტოქონდრიული ევა" ცხოვრობდა დაახლოებით ძვ.წ. 200, 000 წლიდან ძვ.წ. 150, 000 წლამდე პერიოდში, ხოლო Y-ქრომოსომული ადამი - ძვ.წ. 579, 000 წლიდან ძვ.წ. 235, 000 წლის პერიოდში (კვლევის 95%-იანი სიზუსტით). გენეტიკური კვლევები მსოფლიოს სხვადასხვა პოპულაციის, ეთნოსების, ერების წარმომავლობის და ერთიერთნათესაობის დასადგენად დაიწყო მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან.


მამაკაცის დომინანტური ჰაპლოჯგუფები რეგიონების მიხედვით


მამაკაცის ჰაპლოჯგუფები, მათი წარმოშობის პერიოდები და რეგიონები


ჰაპლოჯგუფი AOO - წარმოიშვა ძვ.წ. 273, 000 - 233, 000 წლებში აფრიკის ტერიტორიაზე შემდეგ კი A ჰაპლოჯგუფის სხვა ტოტებიც წარმომქმნა.

ჰაპლოჯგუფი BT - წარმოიშვა ძვ.წ. 128, 700 წლისთვის აფრიკაში. შემდეგ კი მან წარმოშვა ორი ჰაპლოჯგუფი B და CT.

ჰაპლოჯგუფი B - წარმოიშვა დაახ. ძვ.წ. 100, 000 წლისთვის აფრიკაში. შემდეგ კი წარმოშვა ჰაპლოჯგუფები B1 და B2.

ჰაპლოჯგუფი CT - წარმოიშვა ძვ.წ. 100, 000 - 75, 000 წლებში აფრიკის ტერიტორიაზე. შემდგომში ჩამოაყალიბა კიდევ 2 ჰაპლოჯგუფი: CF და DE.

ჰაპლოჯგუფი CF - წარმოიშვა ძვ.წ. 73, 000 - 68, 000 წლებში. შემდგომში ჩამოაყალიბა კიდევ ორი ჰაპლოჯგუფი: C და F.

ჰაპლოჯგუფი DE - წარმოიშვა ძვ.წ. 75, 000 - 71, 000 წლებში აფრიკის ან აზიის ტერიტორიაზე და შემდეგ ჩამოაყალიბა კიდევ 2 ჰაპლოჯგუფი: E და D.

ჰაპლოჯგუფი E - წარმოიშვა ძვ.წ. 71, 000 - 63, 000 წლებში ჩრილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე.

ჰაპლოჯგუფი D - წარმოიშვა ძვ.წ. 81, 000 - 62, 700 წლებში აფრიკაში ან აზიაში. დამახასიათებელია მონღოლოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი C - წარმოიშვა ძვ.წ. 60, 000 - 55, 000 წლებში ცენტრალურ აზიაში ან სამხრეთ-დასავლეთ აზიაში და დაიწყო გავრცელება აღმოსავლეთ აზიისკენ დაახლოებით ძვ.წ. 40, 000 წლიდან. ის მონღოლოიდებისთვისაა დამახასიათებელი.

ჰაპლოჯგუფი F - წარმოიშვა ძვ.წ. 60, 500 - 55, 000 წლებში ევრაზიაში და შემდეგ ჩამოაყალიბა ჰაპლოჯგუფი GHIJK.

ჰაპლოჯგუფი GHIJK - წარმოიშვა ძვ.წ. 57, 000 - 47, 000 წლებში აზიაში და შემდეგ ჩამოაყალიბეს 2 ჰაპლოჯგუფი: G და HIJK

ჰაპლოჯგუფი G - წარმოიშვა დაახლოებით ძვ.წ. 46, 500 წლისთვის ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე და შემდეგ წარმოქმნა 2 ჰაპლოჯგუფი: G1 და G2.

ჰაპლოჯგუფი HIJK - წარმოიშვა ძვ.წ. 57, 000 - 47, 000 წლებში აზიის ტერიტორიაზე და შემდეგ წარმოშვა 2 ჰაპლოჯგუფი: H და IJK.

ჰაპლოჯგუფი H - წარმოიშვა დაახლოებით ძვ.წ. 46, 500 წლისთვის სამხრეთ აზიაში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და შემდეგ წარმოქმნა 3 ჰაპლოჯგუფი: H1, H2 და H3.

ჰაპლოჯგუფი IJK - წარმოიშვა ძვ.წ. 57, 000 - 47, 000 წლებში აზიაში და შემდგომ ჩამოაყალიბდა 2 ჰაპლოჯგუფი: IJ და K.

ჰაპლოჯგუფი IJ - წარმოიშვა ძვ.წ. 47, 700 - 42, 600 წლებში დასავლეთ აზიაში და შემდეგ წარმოქმნა 2 ჰაპლოჯგუფი: I და J.

ჰაპლოჯგუფი I - წარმოიშვა ძვ.წ. 33, 000 - 30, 000 წლებში ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე და შემდეგ წარმოქმნა 2 ჰაპლოჯგუფი: I1 და I2. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის, კერძოდ კრო-მანიონელებისთვის.

ჰაპლოჯგუფი I1 - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 500 წლისთვის ჩრდილოეთ ევროპაში. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის, კერძოდ კრო-მანიონელებისთვის.

ჰაპლოჯგუფი I2 - წარმოიშვა ძვ.წ. 31, 000 - 26, 000 წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი J - წარმოიშვა ძვ.წ. 40, 900 წლისთვის დასავლეთ აზიაში სამხრეთ კავკასიის, მცირე აზიის და მესოპოტამიის ტერიტორიაზე. შემდგომში მან წარმოქმნა 2 ჰაპლოჯგუფი: J1 და J2. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი J2 - წარმოიშვა ძვ.წ. 30, 000 წლისთვის დასავლეთ აზიაში: სამხრეთ კავკასიის, მცირე აზიისა და მესოპოტამიის ტერიტორიაზე. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი J1 - წარმოიშვა ძვწ. 24, 700 - 17, 000 წლებში დასავლეთ აზიაში: სამხრეთ კავკასიაში, მცირე აზიასა და მესოპოტამიის ტერიტორიაზე. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.


ევროპის მამაკაცის ჰაპლოჯგუფები


ჰაპლოჯგუფი K - წარმოიშვა ძვ.წ. 48, 000 - 45, 000 წლებში აზიის ტერიტორიაზე. ის დამახასიათებელია მელანეზიის პოპულაციისთვის. შემდგომში მან წარმოქმნა 2 ჰაპლოჯგუფი: K2 და LT.

ჰაპლოჯგუფი K2 - წარმოიშვა ძვ.წ. 48, 000 - 45, 000 წლებში სამხრეთ აზიაში. ის დამახასიათებელია ავსტრალაზიის, ოკეანიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პოპულაციისთვის. შემდგომში მან წარმოქმნა 5 ჰაპლოჯგუფი: K2a, K2b, K2c, K2d, K2e.

ჰაპლოჯგუფი K2a - წარმოიშვა ძვ.წ. 45, 000 წლისთვის აზიაში. ციმბირის ტერიტორიაზე, მაგალითად უსტ-იშიმელ კაცს, რომლის ნარჩენებიც აღმოაჩინეს ციმბირში და რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ. 43, 000 წლისთვის, ჰქონდა აღნიშნული ჰაპლოჯგუფი. ასევე "Oase-1"-ს, რომელიც ცხოვრობდა რუმინეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. 35, 800 წლისთვის. შემდგომში ამ ჰაპლოჯგუფმა წარმოქმნა კიდევ ერთი ჰაპლოჯგუფი - NO

ჰაპლოჯგუფი N - წარმოიშვა ძვ.წ. 42, 700 - 32, 300 წლებში აღმოსავლეთ აზიაში. დამახასიათებელია მონღოლოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი O - წარმოიშვა ძვ.წ. 42, 700 - 32, 300 წლებში აღმოსავლეთ აზიაში. ეს ჰაპლოჯგუფი აქვს აღმოსავლეთ აზიის და სამხხრეთ-აღმოსავლეთი აზიის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს. ის ექსკლუზიურად ამ რეგიონისთვიაა დამახასიათებელი. საუბარია ჩინეთზე და ე.წ. "ვეფხვების მხარეზე". შემდგომში მან წარმოქმნა კიდევ 2 ჰაპლოჯგუფი: O1 და O2.

ჰაპლოჯგუფი K2b - წარმოიშვა ძვ.წ. 48, 000 - 38, 000 წლებში აღმოსავლეთ აზიაში და სამხრეთ-აღმოსვლეთ აზიაში. ბაზალური, ფუძისეული K2b აღმოჩენილი იქნა მხოლოდ ე.წ. "ტიანუიანის კაცში", რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ. 40, 000 წლიდან ძვ.წ. 37, 000 წლამდე რომელიმე პერიოდში ბეიჯინგის ანუ პეკინის ახლოს, ჩინეთში. შემდგომში მან წარმოქმნა კიდევ 2 ჰაპლოჯგუფი: P (K2b2) და K2b1.

ჰაპლოჯგუფი K2b1 - წარმოიშვა ძვ.წ. 38, 000 - 28, 000 წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში. შემდგომში მან წარმოქმნა კიდევ 2 ჰაპლოჯგუფი: S (K2b1a) და M (K2b1b).

ჰაპლოჯგუფი S - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 - 20, 000 წლებში ოკეანეთში. შემდგომ მან წარმოშვა კიდევ 2 ჰაპლოჯგუფი: S1 და S2.

ჰაპლოჯგუფი M - წარმოიშვა ძვ.წ. 45, 000 - 30, 000 წლებში ოკეანეთში, უმეტესად პაპუა-ახალ გვინეაში.

ჰაპლოჯგუფი P - წარმოიშვა ძვ.წ. 45, 000 - 30, 000 წლებში ვალაკეაში, აღმოსავლეთ ინდონეზიაში ან ახალ გვინეაში. შემდეგ მან წარმოქმნა კიდევ 1 ჰაპლოჯგუფი - P1.

ჰაპლოჯგუფი P1 - წარმოიშვა ძვ.წ. 35, 000 - 30, 000 წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ან აღმოსავლეთ აზიაში. 2018 წლის კვლევამ ცხადყო, რომ ორ ციმბირელ ინდივიდუალს, რომელიც ცხოვრობდნენ იანას მდინარის ახლოს ზედაპალეოლითის პერიოდში, კერძოდ ძვ.წ. 29, 630 წელს დაახლოებით, ჰქონდათ ბაზალური, ფუძისეული P1. შემდეგ მან წარმოქმნა კიდევ 3 ჰაპლოჯგუფი: P1, Q და R.

ჰაპლოჯგუფი Q - წარმოიშვა ძვ.წ. 29, 700 - 22, 500 წლის წინ ცენტრალურ აზიაში ან სამხრეთ-ცენტრალურ ციმბირში. შემდეგ მან წარმოშვა კიდევ ერთი ჰაპლოჯგუფი - Q1, რომლის მატარებელიც იყო ადგილობრივი ამერიკელების პოპულაციის 80%-მდე.

ჰაპლოჯგუფი R - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის ცენტრალურ აზიასა და ციმბირში. შემდეგ მან წარმოშვა 2 ახალი ჰაპლოჯგუფი: R1 და R2. ეს არის ინდო-ევროპელი ხალხების გენეტიკური მარკერი. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი R1 - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 - 24, 000 წლებში ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ აზიაში ან სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ეს არის პროტო-ინდო-ევროპელების გენეტიკური მარკერი. დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის. შემდგომში მან წარმოშვა 2 ახალი ჰაპლოჯგუფი: R1a და R1b.

ჰაპლოჯგუფი R2 - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის სამხრეთ აზიაში ან ცენტრალურ აზიაში. ეს არის პროტო-ინდო-ევროპელების გენეტიკური მარკერი. დამახასიათებელი კავკასოიდური რასისთვის. შემდგომში მან ჩამოაყალიბა 2 ჰაპლოჯგუფი: R2a და R2b.


ჰაპლოჯგუფი LT - წარმოიშვა ძვ.წ. 47, 600 - 40, 000 წლებში აღმოსავლეთ აზიაში. ის დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის. წარმოიშვა დასავლეთ აზიის ტერიტორიაზე. შემდგომში მან წარმოქმნა ორი ჰაპლოჯგუფი: L და T.

ჰაპლოჯგუფი L - წარმოიშვა ძვ.წ. 28, 000 - 23, 000 წლებში შესაძლოა დასავლეთ აზიაში ვინაიდან უძველესი ნიმუშები ნაპოვნია სწორედ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. სულ აქ აღმოჩენილია L1a ჰაპლოჯგუფის მატარებელი 3 უძველესი ინდივიდი მსოფლიოში, რომლებიც ცხოვრობდნენ ძვ.წ. 4250-3700 წლებში. სომხეთის ტერიტორიაზე, ვაიოც-ძორის ტერიტორიაზე, არენი-1-ის, ჩიტის თვალის გამოქვაბულში. აღნიშნულ ინდივიდებს გააჩნდათ წითელი თმა და ლურჯი თვალები. ეს ჰაპლოჯგუფი დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის.

ჰაპლოჯგუფი T - წარმოიშვა ძვ.წ. 46, 500 - 37, 800 წლებში დასავლეთ აზიაში: სამხრეთ კავკასიაში და მცირე აზიაში და გავრცელდა იქიდან აღმოსავლეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში. ის დამახასიათებელია კავკასოიდური რასისთვის. შემდგომში მან წარმოქმნა 2 ახალი ჰაპლოჯგუფი: T1 და T2.


მიტოქონდრიული დნმ მსოფლიოში


მამაკაცების ჰაპლოჯგუფებისგან განსხვავებით, ქალების შემთხვევაში ბევრად მეტი, საერთო ჯამში 4000-ზე მეტი მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი არსებობს (ვან ოუვენი და კაიზერი, 2009).

ამ სიაში მოცემულია ქალის (მიტოქონდრიული) ყველაზე გავრცელებული ჰაპლოჯგუფები (იხ. სხვადასხვა მიტოქონდრიული დნმ-ის გავრცელების რუკა აქ) და მათი წარმოშობის პერიოდები:


L მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 200, 000 წლისთვის.

L1-6 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 170, 000 წლისთვის აღმოსავლეთ აფრიკაში.

L2-6 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 150, 000 წლისთვის აღმოსავლეთ აფრიკაში.

L0 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 150, 000 წლისთვის აღმოსავლეთ აფრიკაში.

L1 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 140 წლისთვის ცენტრალურ აფრიკაში.

L3-6 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 230, 000 წლისთვის.

L5 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 120, 000 წლისთვის.

L2 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 90, 000 წლისთვის.

L3 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 68, 000 წლისთვის აღმოსავლეთ აფრიკაში.

N მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 70, 000 წლისთვის აღმოსავლეთ აფრიკაში ან დასავლეთ აზიაში.

M მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 58, 000 წლისთვის აღმოსავლეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიაში ან სამხრეთ აზიაში.

R მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 58, 000 წლისთვის

U მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 53, 000 წლისთვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში ან ინდოეთში.

RT'JT მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 53, 000 წლისთვის ახლო აღმოსავლეთში.

JT მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 48, 000 წლისთვის ახლო აღმოსავლეთში.

U8 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 48, 000 წლისთვის ახლო აღმოსავლეთში.

R9 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 45, 000 წლისთვის.

B4 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 42, 000 წლისთვის.

F მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 41, 000 წლისთვის.

U9'4 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 42, 000 წლისთვის ცენტრალურ აზიაში.

U5 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 33, 000 წლისთვის დასავლეთ აზიაში.

U6 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 33, 000 წლისთვის ჩრდილოეთ აფრიკაში.

J მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 33, 000 წლისთვის.

X მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 28, 000 წლისთვის.

K მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 28, 000 წლისთვის.

U5a მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის.

HV მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის ახლო აღმოსავლეთში.

J1a მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის ახლო აღმოსავლეთში.

T მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის მესოპოტამიაში.

K1 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის.

I მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 24, 000 წლისთვის.

H მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 23, 000 - 18, 000 წლისთვის დასავლეთ აზიაში.

J1 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 22, 000 წლისთვის ახლო აღმოსავლეთში.

W მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 18, 000 წლისთვის.

U4 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 18, 000 წლისთვის ცენტრალურ აზიაში.

X2 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 18, 000 წლისთვის.

U5a1 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 18, 000 წლისთვის ევროპაში.

V მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 12, 000 წლისთვის.

X2a მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში.

H1 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 10, 000 წლისთვის.

H3 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 10, 000 წლისთვის.

J1b მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 9, 000 წლისთვის.

X1 მტ. დნმ - წარმოიშვა ძვ.წ. 8, 000 წლისთვის.




კრებულები:

1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


10
311
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
311
  
2021, 19 იანვარი, 0:46
G - метагаплогруппа и зародилась она 48 500 лет назад.
https://www.yfull.com/tree/G/
Делится она на G1, G2a1, G2a2a, G2a2b, G2b...
У Шапсугов (в целом у адыгских народов) - G2a2b-L1264 а у Сванов - G2a1a-Z6653. Между этими гаплогруппами 18 200 лет.
сваны по ДНК довольно хорошо исследлванный народ и пока среди них нет ни одного G2a2b-L1264.
Вот база данных Грузинского генетического проекта
https://www.familytreedna.com/public/georgia/default.aspx...
А это ДНК проект Адыгских народов. Доля гаплогруппы G2a2b-L1266 = 38%.
2020, 11 სექტემბერი, 19:27
რუსების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც ფინო-უნგრული ხალხის შთამომავალი გამოვიდა გენეტიკური თვალსაზრისითაც. არის ზოგად სლავური ნაწილი ფინო-უნგრული, რუსების ეთნოგენეზი მოხდა მოსული სლავებისა და ადგილობრივი ფინო-უნგრელების შერწყმით, რასაც ეს კვლევები ადასტურებს. ისიც დადასტურდა, დედობრივი ხაზით კი რუსების უმრავლესობა თათრების შთამომავლებს წარმოადგენენ. რუსეთის სამეფო დინასტია ურიურიკები მართლაც სკანდინავიელები იყვნენ.
2020, 11 სექტემბერი, 19:24
სომხებს შორის დასტურდება, რომ მათ შორის არის ხალხი, რაც ისტორიული წყაროებითაც ცნობილია, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიაში და, ასევე, არის ხალხი, რომლებიც მოვიდნენ შედარებით გვიან, ძვ.წ. მე-6 საუკუნეში და რომლებმაც მოიტანეს სომხური ენა. სომხებს შორის არიან ურარტუელების შთამომავლებიც და არმენების შთამომავლებიც, რომლებიც კავკასიაში ბალკანეთიდან მოვიდნენ. რაც შეეხება ჩეჩნებსა და ინგუშებს: მათი დიდი უმეტესობა იმ ჯგუფების შთამომავალია, რომლებიც ნამდვილად კავკასიურია და ენათესავება ქართველებს; ასევე, მათ შორის არის ჯგუფები, რომლებიც, პაკისტანიდან, ირანიდან მოვიდნენ ათასი წლის წინ. გამოიკვლიეს ანჩაბაძეები და ისინი ადიღური წარმომავლობის აღმოჩნდნენ. რაც შეეხება ჩაჩბებს, ანუ შერვაშიძეებს, დასტურდება ისტორიული გადმოცემა მათი სპარსული წარმომავლობის შესახებ. აზერბაიჯანელები ნაკლებად არიან გამოკვლეულები. ვინც ჩაიტარა კვლევა, მათ შორის არიან კავკასიური წარმოშობისაც და თურქმენულისაც, რომლებიც, სავარაუდოდ, შუა აზიიდან მოვიდნენ. თურქები საკმაოდ კარგად არიან გამოკვლეულები. მათი ძირითადი მოსახლეობა ანატოლიიდანაა და 10-15 პროცენტი არიან ისინი, რომლებიც ოსმალებთან ერთად მოვიდნენ შუა აზიიდან 1000-1500 წლის წინ.
2020, 11 სექტემბერი, 19:18
განსაკუთრებით აღსანიშნავია X ჯგუფის არსებობა ქართველებში. ის დაბალი სიხშირით მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ მისი კონცენტრაცია უჩვეულოდ მაღალია საქართველოში, ლევანტში, შოტლანდიასა და ასევე ჩრდილოეთ ამერიკის აბორიგენებში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველებში გავრცელებული გენეტიკური ხაზები უძველესი და ჩვენი რეგიონისთვის ავტოქტონურია, რაც ათასწლეულების მანძილზე ქართველების გენეტიკურ უწყვეტობაზე მიგვანიშნებს.
2020, 11 სექტემბერი, 19:13
მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი U ჯგუფი ძვ.წ. 55-60 ათასი წლის წინ სამხრეთ აზიის ტერიტორიაზე წარმოიშვა და კავკასიის გავლით ევროპაში გავრცელდა. სიდიდით მეორე H ჰაპლოჯგუფი კი 25-30 ათასი წლის წინ ახლო აღმოსავლეთში გაჩნდა და გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და ევროპაში.
2020, 11 სექტემბერი, 19:08
ქართველების 10% R1a1a1, ჰაპლოჯგუფის მატარებელია. მათ ინდოევროპული ენების გავრცელებას უკავშირებენ. ის ძირითადად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, აგრეთვე სამხრეთ აზიაში, ინდოეთის მაღალი კასტების წარმომადგენლებში გვხვდება. გარდა ამისა, ქართველებში შეიძლება მოვიძიოთ უძველესი ევროპული ჰაპლოჯგუფის, კრო-მანიონელების I-ს მატარებელი ადამიანები. ამ ჯგუფის მიგრაცია, როგორც ჩანს, ბალკანეთიდან ანატოლიასა და კავკასიაში მოხდა და იგი ემთხვევა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-12 საუკუნეში ფრიგიელების მიგრაციას ბალკანეთიდან ანატოლიაში. დღეს ჰაპლოჯგუფი I2c მცირე რაოდენობით საქართველოსა და სომხეთში გვხვდება და მისი მატარებლების უმრავლესობა წარჩინებული გვარების წარმომადგენლები არიან. როგორც ჩანს, ისინი ფრიგიული სამხედრო ელიტის შთამომავლები არიან.
2020, 11 სექტემბერი, 19:02
ჰაპლოჯგუფი G წარმოიშვა აღმოსავლეთ ანატოლიის, სომხეთისა და დასავლეთ ირანის მიდამოებში ძვ.წ. 46,500 - 30,000 წლებში. მისი ქვეჯგუფი G2a კი - 15,082±2217 წლის წინ. საინტერესოა, რომ G2a გვხვდება გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, მთელ კონტინენტურ ევროპაში რუსეთამდე, უკრაინის ჩათვლით ძვ.წ. 70 ათასი წლიდან ძვ.წ. 2000 წლამდე დომინანტურად. ჰაპლოჯგუფი G2a ერთ-ერთი დომინანტი ჰაპლოჯგუფია საქართველოსა და კავკასიაში. მისი ასაკი დაახლოებით 20,000 წელს შეადგენს.
ზოგადად ჰაპლოჯგუფ G-ს წარმოშობის ადგილის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის ავტორები, ამ ჰაპლოჯგუფის 1,500-მდე წარმომადგენლის მონაცემების ანალიზის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ იგი სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ანატოლიის, ან დასავლეთ ირანის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაჩენილიყო. ცნობილი ადამიანებიდან ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ლუი XVI და იოსებ სტალინი.
2020, 11 სექტემბერი, 18:59
საქართველოში მეორე ძირითადი ჰაპლოჯგუფია J2a, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუაზღვისპირეთშია გავრცელებული. J2-ის ქვეჯგუფი J2a ძვ.წ. 13,000 ათასი წლისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, შუამდინარეთში ან ანატოლიაში წარმოიშვა. გავრცელებული აზრის მიხედვით, ამ ჰაპლოჯგუფის მატარებლები იყვნენ პირველი მიწათმოქმედები, რომლებმაც თავიანთი კულტურა ახლო აღმოსავლეთში, ანატოლიასა და სამხრეთ ევროპაში გაავრცელეს. ქართველი ავტორები, 2014 წლის კვლევაში ამტკიცებენ, რომ მაღალი სიხშირის, მრავალფეროვნების და ეკოლოგიურ-გეოგრაფიული მიზეზების გამო, იგი პალეოლითში, დასავლეთ კავკასიაში უნდა გაჩენილიყო.
2020, 11 სექტემბერი, 18:28
მუტაციების შესწავლამ დღეისთვის გამოავლინა მამობრივი ხაზის 20 და დედობრივი ხაზის 29 ძირითადი ჯგუფი. მათ ლათინური ასოებით აღნიშნავენ და “ჰაპლოჯგუფებს” უწოდებენ. ეს ჰაპლოჯგუფები ქვეჯგუფებად იყოფიან. მაგალითად, J ჰაპლოჯგუფი ორ - J1 და J2 ქვეჯგუფებად იყოფა, ისინი კი თავისთავად J1a, J1b, J2a, J2b და ა.შ. ქვეჯგუფებს შეიცავენ. თანამედროვე ერებში რამდენიმე ასეთი ჰაპლოჯგუფია ხოლმე წარმოდგენილი. საინტერესოა, რომ ებრაელ ეთნოსში, კერძოდ აშქენაზებში აღმოჩნდა საინტერესო მონაცემი, რომ აშქენაზი ებრაელები 4 ქალის შთამომავლები არიან, რომლებიც, დაახლოებით, 2 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინ სხვა ებრაელი ქალები არ იყვნენ, უბრალოდ ნიშნავს, რომ იმ 4 ქალის შთამომავლები არიან კონკრეტულად მხოლოდ აშქენაზები. წინ. ქართველებს შორის გამოიკვეთა რამდენიმე დომინანტი ჰაპლოჯგუფი. Y დნმ-ის შესწავლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ქართველებში რამდენიმე ჰაპლოჯგუფია, G2a, J2a, R1a1,R1b1a2, J1,R2 და კიდევ რამდენიმე მცირედ წარმოდგენილი ჰაპლოჯგუფი.
2020, 11 სექტემბერი, 17:59
დნმ-ის ანალიზით გვაქვს საშუალება, გავიგოთ ადამიანის წარმომავლობა მოყოლებული ათეულ ათასობით წლის წინათ ჩვენს დრომდე. იკვლევენ Y ქრომოსომას, რომელიც მამიდან ვაჟიშვილს უცვლელად გადაეცემა და მოჰყვება ათასწლეულების განმავლობაში.
ასევე არსებობს მიტოქონდრიული დნმ, რომელსაც დედა გადასცემს როგორც ქალიშვილს, ისე ვაჟიშვილს, მაგრამ ვაჟიშვილი შემდეგ თავის შვილებს ვეღარ გადასცემს, ქალიშვილი კი აგრძელებს. არსებობს ქალის ხაზებზე შედგენილი გენეალოგიური ხეებიც, მაგრამ მისი დინამიკა ცოტა სხვანაირია და ამიტომ წარმომავლობის გათვალისწინებისთვის ჯერჯერობით ნაკლებად გამოიყენება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მამიდან შვილზე გვარებიც გადადის და ამიტომ გენეალოგიური თვალსაზრისით უფრო ადვილია Y ქრომოსომის გამოკვლევა, რადგან ევროპაში გვარები უკვე რვაასი წელია არსებობს, ჩვენთანაც ასეა და ამ შედეგების ისტორიული წყაროებით დამოწმებაც შეიძლება. ქალები გვარს იცვლიან, თავიანთ შვილებს არ გადასცემენ და ამ მხრივ ძნელია მათი მონაცემის გამოყენება. ირკვევა, რომ ქართველი ქალების ხაზი მომდინარეობს ანატოლია-კავკასიიდან. მსოფლიოში ქალის ხაზებიდან ყველაზე იშვიათი გახლავთ X ჰაპლოჯგუფი, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან მცირე რაოდენობითაა მიმობნეული, მაგრამ ამოუცნობია, საიდან გავრცელდა. ის გამოკვლეულ ბევრ ქართველ ქალს აღმოაჩნდა.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10