x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მაიკლ ჯექსონის ყველაზე ცნობილი გამონათქვამები

მაიკლ კექსონი — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი, სცენარისტი, ფილანტროპი, მეწარმე, პოპის მეფე და უბრალოდ, გენიალური ადამიანი იყო და აქ მის ყველაზე ცნობილ ციტატებს გთავაზობთ, რომელებიც მის შინაგან სამყაროს წარმოაჩენს და რომლებზეც ნამდვილად რომ ღირს დაფიქრება.


image


რისთვისაც მართლაც საჭიროა გამბედაობა, — ეს გულწრფელობაა.


ის არ ღალატობს, ვინც იცის, ეს რამდენად მტკივნეულია.


ნუ განსჯით ადამიანს, ვიდრე პირადად არ დაელაპარაკებით, რადგან, ყველაფერი რაც თქვენ გაიგეთ — ჭორია.


თუ ადამიანების უმრავლესობა რაღაცას არასწორედ მიიჩნევს, — ეს აუცილებლად ასე არ არის.


მთავარი, უბრალოდ, უკეთესის მოლოდინი კი არა, — უკეთესის რწმენა არის.


ხალხით სავსე სახლში, ყველაზე ადვილია იგრძნო მარტოობა.


სწავლების ყველაზე მარტივი გზა — ამ საქმის ოსტატისთვის თვალის დევნება არის.


თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არა ხარ, კარგი არასდროს არაფერი გამოგივა. რადგან, თუ შენ არ ენდობი შენს თავს, სხვა ვინ დაგიჯერებს?


თუ ამ სამყაროში იმაში დარწმუნებული მოდიხარ, რომ ბევრს უყვარხარ... და იმავე რწმენით ტოვებ მას, ყველაფერი, რაც შუალედში მოხდა, ნაკლებად მნიშვნელოვანია.


ზოგიერთი ადამიანი, მთელი ცხოვრების მანძილზე, სიყვარულს საკუთარი თავის გარეთ ეძებს... ვიდრე სიყვარული ჩემს გულშია, — ის ყველგან არის.


მიწა, რომელსაც ჩვენ ვიყობთ, უბრალოდ კლდის ნატეხი არ არის, რომელიც კოსმოსში მოძრაობს — ის ცოცხალი, მზრუნველი არსებაა. ის ჩვენზე ზრუნავს და საპასუხოდ, ჩვენს ზრუნვას იმსახურებს.


მე ცხოველები მიყვარს, მათი ბუნების სისუფთავის და გულწრფელობის გამო. ისინი არ განგსჯიან და არ განგიკითხავენ. მათ უბრალოდ, შენთან მეგობრობა უნდათ, ან უკიდურეს შემთხვევაში, საკუთარ განზრახვას არ მალავენ.


წარმატება შურს იწვევს და ძალიან მტკივნეულია, როდესაც შენი არ ესმით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ცდილობ, რომ გაგიგონ... ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, ვინც გაგკიცხავთ.


გაიხადეთ სიყვარული იარაღად, იმისთვის, რომ ნებისმიერი ბოროტება დაამარცხოთ.


მე «პოპ-მუსიკის თვითმარქვია მეფეს» მეძახიან. ეს კი სრული სისულელეა! მე საკუთარი თავი მეფედ არასდროს გამომიცხადებია! პირველად ეს ფრაზა ელიზაბეთ ტეილორს წამოსცდა, რომელიღაც პრემიის დაჯილდოებაზე, ამასთან, ის სცენარშიც კი არ ყოფილა... ხოლო, შემდეგ, პრესამ და თაყვანისმცემლებმა აიტაცეს.imageimageimageimage

imageimageimage






0
397
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0