x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
დიაოხის სამეფო
დიაოხის სამეფო


დიაოხი, იგივე დაიაენი ან ტაოხი, ქართველურ ტომთა სახელმწიფოებრივ გაერთიანებად ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ძვ.წ. XII საუკუნეში და ამ სახელით არსებობა შეწყვიტა ძვ.წ. VIII საუკუნეში. შემდგომში ეს რეგიონი ტაო-კლარჯეთად ჩამოყალიბდა. დიაოხი მოიხსენიება ბერძნულ, ასურულ და ურარტულ ისტორიულ წერილობით წყაროებში.


დიაოხის დაპირისპირება ასურეთთან


დიაოხს ჩამოყალიბებისთანავე მალევე მოუხდა დაპირისპირება ასურეთის იმპერიასთან, ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-12 საუკუნეში, კერძოდ ტიგლათფილესერ პირველთან (ასურეთში მეფობდა ძვ.წ. 1115-1077 წლებში). ამას მოწმობს ძვ.წ. 1112 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც ტიგლათფილესერ I იხსენიებს 60 მეფის გაერთიანებას (ნაირის ქვეყნების). სწორედ ეს ნაირის სხვადასხვა ტომთა მბრძანებლების (მეფეების) გაერთიანება დაამარცხა ასურეთმა ძვ.წ. 1112 წელს და ჩრდილოეთის ზღვამდე ანუ შავ ზღვამდე სდია.



ტიგლათფილესერ I - ასირიის მეფე


დიაოხის დაპირისპირება ურარტუსთან


მართალია ტიგლათფილესერ I-ის გარდაცვალების შემდეგ ასურეთი სუსტდება, მაგრამ დიაოხს ახალი მეტოქე უჩნდება ურარტუს სახით. ურარტუ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დიაოხის, არამედ ასურეთის სამეფოსაც, ამიტომ თუკი აქამდე ერთმანეთს ეომებოდნენ დიაოხის მეფე სიენი და ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I, ახლა მათმა შთამომავლებმა დიაოხის მეფე ასიამ და ასირიის მეფემ - სალმანასარ III-მ, კოალიცია შექმნეს და ერთობლივი ძალით დაუპირისპირდნენ ურარტუს. ძვ.წ. IX საუკუნის ბოლოს და ძვ.წ. VIII საუკუნის დასაწყისში ურარტუმ დაამარცხა ასურეთი და დიაოხი მარტოდმარტო აღმოჩნდა გამარჯვებული ურარტუს წინააღმდეგ.


სიენი - დიაოხის მეფე


დიაოხი ურარტუს მეფე მენუამ დაამარცხა და დახარკა. ამის შესახებ მისი ერთ-ერთი წარწერიდან ვიგებთ, სადაც მენუა უტუფურსს იხსენიებს, ხოლო მის ქვეყანას - დიაოხს, ძლიერ ქვეყანას უწოდებს. დიაოხის მეფე უტუფურსს ასევე უხდება ბრძოლა მენუას ძის არგიშთის (ძვ.წ. 786 - 764 წწ.) წინააღმდეგ. მამის მსგავსად, მანაც დაამარცხა დიაოხი და ქვეყანა დახარკა.


უტუფურსი - დიაოხის მეფე



დიაოხის დაპირისპირება კოლხასთან


დასუსტებულ დიაოხს ამჯერად კოლხას წინააღმდეგ მოუხდა ბრძოლა, რომელიც დასავლეთ ქართული ადრეკლასობრივი, მძლავრი და მაღალგანვითარებული სახელმწიფო გახლდათ. კოლხეთს არ გასჭირვებია უკვე საკმაოდ დასუსტებული დიაოხის დამარცხება. ძვ.წ. მე-8 საუკუნეში დიაოხის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. იგი მოძმე მოდგმის, ასევე ქართველური სახელმწიფოს - კოლხეთის მიერ იქნა განადგურებული. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს არგიშთი I-ის მემკვიდრის - სარდურ II-ის წარწერა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ლაშქრობისას აღარ იხსენიებს დიაოხს. მის წარწერაში უკვე მხოლოდ კოლხა მოიხსენიება.


ასია - დიაოხის მეფე


დიაოხის უდიდესი ქალაქები იყო ზუა, ოლთისი, შაშილუ. გავრცელებული იყო ქართველური ენები და ტომები, იყვნენ იბერო-კოლხური წარმართობის მიმდევარნი და იმართებოდნენ მონარქიის ფორმით. რა საკვირველია დიაოხის არსებობის დაახლოებით 4 საუკუნის განმავლობაში მას უამრავი მეფე ეყოლებოდა, ოცამდე ან მეტი, მაგრამ ჩვენამდე ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ 3 მეფის სახელმა მოაღწია:


სიენი - ძვ.წ. 1120 - 1100 წწ.

ასია - ძვ.წ. 850 - 825 წწ.

უტუფურსი - ძვ.წ. 810 - 770






მსგავსი სტატიები:


1. პალეოლითის ხანის პირველყოფილი კულტურები მსოფლიოში

2. შულავერის კულტურა

3. ლეილა-თეფეს კულტურა

4. მტკვარ-არაქსის კულტურა

5. მაიკოპის კულტურა

6. კაიაკენტის კულტურა

7. თრიალეთის კულტურა

8. ხარაჩოის კულტურა

9. განჯა-ყარაბაღის კულტურა

10. ყობანის კულტურა

11. ევროპული პროტოცივილიზაციები

12. პრეისტორიული კავკასია - გობუსტანის ეროვნული პარკი

13. ჩაკრულო კოსმოსში

14. ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები

15. ფრანგი ეპისკოპოსი ქართველების შესახებ

16. იოსებ სტალინის გამონათქვამები

17. კოლხეთის სამეფო

18. იბერიის სამეფო



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
2756
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2756
  
2019, 29 მაისი, 22:37
მუშქების დამორჩილების ტიგლათფილესერ I-ს „ნაირის ქვეყნებთან“ ომი უწევს, რომელთაც, როგორც ჩანს დიოახი მეთაურობს. ისტორიულ წყაროებში ამ ქვეყნის სახელი სხვადასხვაგვარად გვხვდება: ასურულად დაიაენი, ურარტულად დიაუხი, ბერძნულად ტაოხი, სომხურად ტაიქი, ქართულად ტაო, რომლის ძველი ფორმა უნდა ყოფილიყო ტაია, ხოლო „ნი“ და „ხი“ ხურიტული კუთნილების აღმნიშვნელი სუფიქსებია. შესაბამისად დაიაენი და დიუხი ტაიას ხალხს, ანუ ხალხს ტაიას ქვეყნიდან. ისტორიოგრაფიაში ამ ქვეყნის აღსანიშნავად მიღებულია „დიაოხი“.
2019, 29 მაისი, 20:00
როდის შეიქმნა დაიაენ-დიაოხის სამეფო? მისი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მეტყველ ფაქტად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მეგალითურ ციხე-ქალაქებს მიიჩნევენ, რომლებიც ძვ. წ. XVII–VIII საუკუნეებში შენდებოდა. წერილობით წყაროებში კი დაიაენი მხოლოდ XII საუკუნის ბოლოს ჩნდება. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ დაიაენი ხეთური წყაროების ჰაიასას ქვეყნის მემკვიდრე იყოს. გარდა ორივე ქვეყნის ჭოროხისა და დას. ევფრატის მხარეებში მდებარეობის დამთხვევისა (უფრო დღევანდ. ქ. ერზინჯანის მიდამოებში), შესაძლოა ამაზე მიუთითებდეს ამ ორი ქორონიმის (ჰაია-სა, დაია-ენი) ფუძეებისა და ტერმინ „აია“-ს საერთო წარმომავლობის დაშვება, თუკი აიხსნება ანლაუტში დენტალური და ველარული ფონემების მონაცვლეობა ნულთან. ეს სრულიად ახალ პერსპექტივებს დასახავდა რეგიონის უძველესი ისტორიის საკითხთა კვლევისას. ეთნო-ტოპონიმების მსგავსი პარალელური ვარიანტები დასტურდება ძველ წერილობით წყაროებში: ხალიბი/ალიბე, ხარიმატი/არიმატი, ხაბარენი/ობარენი, ტოსარენე/ოსარენე, ქაღზევანი/აღზევანი, ტაპირი/აპირი, თორეტი/ორეტი, თუნი/უნი და ა. შ.
0 1 2