მე ვხედავ,
მე მესმის - მოდიან,
ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...
სიცოცხლე სიკვდილი როდია,
რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით.
ღრუბლები მთებს გარეთ უვლიან,
ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს;
რას იზამ, სამყარო რთულია,
იმდენად რთულია სამყარო...
და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ,
ისვენებ, რაც უფრო იღლები,
რომ დგახარ, ...
2019, 20 ოქტომბერი, 21:55
=====
თუ გიყვარს, რას უცდი, შეჰკარი კამარა,
სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს.
მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა, რა!
რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს.
უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,
წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,
მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,
მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.
თუ გიყვარს, ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,
მ...
|
|