პოეზია "სიცოცხლე სიკვდილი როდია, რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით.." - ტარიელ ხარხელაური 2019, 20 ოქტომბერი, 21:55 მე ვხედავ,მე მესმის - მოდიან,ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...სიცოცხლე სიკვდილი როდია,რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით.ღრუბლები მთებს გარეთ უვლიან,ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს;რას იზამ, სამყარო რთულია,იმდენად რთულია სამყარო...და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ,ისვენებ, რაც უფრო იღლები,რომ დგახარ, მაშინაც მიდიხარ,ზურგზე შემოყრილი ნიღბებით.და ვხედავ,და მესმის - მოდიან,ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...სიცოცხლე - სიკვდილი როდია,რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით.
82 1-ს მოსწონს
|