პოეზია "ტრფობის სიზმარში მე გვირგვინი მედგა მეფისა.." - შექსპირი, როგორც უდიადესი 2020, 5 ოქტომბერი, 15:30 შექსპირის 87-ე სონეტი (რეზო თაბუკაშვილის თარგმანი)გემშვიდობები, საგანძურო, მივხვდი, ვინა ხარ,მე შენი ფასი მეშლებოდა თურმე ხანდახან,ახლა კი ვიცი, მაგ საუნჯეს ვერ შევინახავდა შენს სიყვარულს უნდა ავხსნა ჩემი ყადაღა.შენს მიჯნურობას საჩუქრად თუ ვეღირსებოდი,თორემ არარას ვინ მომცემდა განძის სამყაროს,ნება ხომ მომეც, შენს სიყვარულს შევხიზნებოდი,მაგრამ მე მინდა თავს უფლება თვითონ ავყარო.განძს რომ მჩუქნიდი, მისი ფასი შენ არ იცოდი,ან ჩემი ფასი შეგეშალა ტრფობით დაქანცულს,შენი საუნჯით ვნეტარებდი, შენით ვიწვოდი,მაგრამ უკანვე დაგიბრუნებ ქვეყნის საგანძურს.ტრფობის სიზმარში მე გვირგვინი მედგა მეფისა,შენც და სამეფოც დამეკარგეთ გაღვიძებისას.110 1-ს მოსწონს
|