x
image
ლანა92
მეჰენდი (მენდი) - სხეულის ხნით მოხატვის ხელოვნება (ფოტოები)

image

მეჰენდი, იგივე მენდი, მეჰნდი, ან მინდი ესაა ხნით (ბუნებრივი საღებავი) სხეულის ნახატებით მოხატვის ხელოვნება, რომლის ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის. მეჰენდი, ტატუსაგან განსხვავებით, სხეულის დროებითი მოხატვაა, თუმცა იმაზე მეტ ხანს (3 კვირამდე) ძლებს, ვიდრე სხეულზე საღებავი, ან ხატვის სხვა მეთოდები. მენდი ყველაზე მეტად გავრცელებულია არაბულ სამყაროში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და ინდონეზიაში.

მენდის ხელოვნების ზუსტი წარმოშობის ადგილი უცნობია. ზოგის აზრით, იგი ინდოეთში წარმოიშვა, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ინდოეთში იგი მხოლოდ მე-12 საუკუნიდან შემოვიდა, გავრცელდა.

ყველაზე სარწმუნო ვერსიაა, რომ მეჰენდის ხელოვნება ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტიდან მოდის. ეგვიპტელმა კეთილშობილმა ქალბატონებმა ყველაზე პირველებმა დაიმშვენეს მკლავები და თითები ნახატებით. აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში მამაკაცები ამავე მიზნით იყენებდნენ ხნას (თმის, ფრჩხილების, კანის ხნის საღებავით მოხატვა ყვავილების, ან სხვა აბსტრაქტული თემატიკით).

მალე მენდის ხელოვნება დაბალ ფენებშიც გავრცელდა. ეგვიპტელი ქალები ხნით იფარავდნენ სახისა და ნიკაპის ნაწილს. ინდოეთსა და შუა აზიაში იყენებდნენ მხოოდ ბუნებრივ ხნის საღებავს. ჩრდილოეთაფრიკელები მას ურევდნენ ნახშირს, ან ჭვარტლს. ასე ტატუ გაცილებით მუქი, ან ბოლომდე შავი იყო.

5 000 წლის განმავლობაში ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთში ხნას იყენებდნენ მოსართავ საშუალებად. ინდოელმა ქალებმა ხელები და ფეხები ხნას ნახატებით დაიმშვენეს. იგი ინდოელი ქალების ერთ-ერთი ცნობილი ნიშანი გხადა. მეჰენდის ხელოვნების ცნობილი სპეციალისტები იყვნენ რაჯასტანის ქალები, დელის სამხრეთ-დასავლეთიდან. მეჰენდის (იგივე მენდი, კამფირი, კოფერი) მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ინდურ კულტურაში. უძველესი დროიდან ქორწილის წინა დღეს პატარძლის სხეულს მოხატავდნენ ბიო-ტატუთი. ხელებსა და ფეხებზე ნახატები ეძღვნებოდა ქორწინების ქორწინებას.

ტრადიციული ნახატი ძალიან რთულია და რამდენიმედღიან მუშაობას მოითხოვს. რაც უფრო დახვეწილი მოხატულობა გამოდის, ეს მით მეტად მეტყველებს პატარძლის ეროტიზმის საიდუმლოებებზე. ახალგაზრდების შვებულების ხანგძლივობას განსაზღვრავს ამ მოხატულობის სიმყარე. ინდური ტრადიციის თანახმად, სანამ ახალდაქორწინებულის სხეულზე ტატუ არ წაიშლებოდა, გოგონა თავისუფალი იყო ყოველდღიური პრობლემებისა და მოვალეობებისაგან.

ინდოეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აჟურული (ბადისებრი გამჭვირვალე) ეთნიკური ნახაზები, ასევე, ლოტოსის ყვავილის, ფარშევანგის, სპილოს აწეული ხორთუმის გამსოახულებები (იღბლის სიმბოლო). არაბულ ქვეყნებში მცენარეთა ორნამენტებით იხატავენ ხელისგულებსა და ფეხებს. ჩრდილოეთ აფრიკაში პოპულარულია გეომეტრიული ფიგურები (ბერბერებში მოკლე, სწორი ხაზები; წერტილები; წრეები; მაროკოელებში: რომბები, სამკუთხედები, ტეხილები და სხვა.

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

0
81
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0