სხვა მათ არაფრის რცხვენიათ - მეტი რამ პირახის ველური ტომის შესახებ 2021, 31 მაისი, 22:25 პირახი ინდიელთა ტომია, რომელიც ცხოვრობს ბრაზილიაში. ეს ტომი ცხოვრობს სირცხვილის გარეშე. პირახის ტომში არ იციან, რაა სირცხვილი, დანაშაული, ან წყენა. თუ ჰააიოჰაამ თევზი წყალში გაუშვა, ეს ცუდია. თევზი არაა, არაა ვახშამიც. მაგრამ რა შუაშია ჰააიოჰაა? მან უბრალოდ თევზი წყალში გაუშვა, მეტი კი არაფერი. თუ პატარა კიიჰიოამ დაუჯიკავა ოკიოჰკიაას, ეს ცუდია, რადგან ამ უკანასკნელმა ფეხი მოიტეხა და მკურნალობა დასჭირდება, მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ მოხდა და მორჩა. კიიჰიოა არაფერ შუაშია. პატარებს აქ არაფერს უშლიან. მათ შეიძლება, უბრალოდ უთხრან ბავშვს, რომ ცეცხლიდან ნახშირის მოპოვება სულელური გადაწყვეტილებაა, მეტი არაფერი, არც მდინარის ნაპირთან ახლოს, კიდეზე თამაშს უშლიან. თუ მეძუძური ბავშვი თვითონ არ აიღებს დედის მკერდს, მაშინ ძალით არავინ აჭმევს, ბავშვმა უკეთ იცის, რატომ არ ჭამს. თუ პირახის ტომის ქალი მდინარის პირას წავიდა მშობიარობისათვის და უკვე მესამე დღეა, ბავშვი ვერ გააჩინა და მთელ ტყეში გაჰყვირის, გამოდის, რომ მას არ უნდა შვილის მოვლინება, მისი სიკვდილი უნდა. ასე სჯერათ მათ. 429 2-ს მოსწონს
|