" ზოგჯერ დედაჩვენები რომ ვიშვილოთ. კალთაში ჩავისვათ, მკერდზე მივიყუდოთ დაჭაღარავებული თავები, ცხელ შუბლებზე ხელები შემოვაწყოთ, დავარწიოთ და ვუღიღინოთ, დავარწიოთ, დავუნანაოთ: ნანა, ნანა დედასაო, ჩემ გამჩენელს, ჩემგან გაჩენილსაო. შენი დარდი მე, დედი, შენი ცრემლი მე, შენი ცეცხლი მე, შენი ნაღველი მე, მე დამწვას, მე დამლიოს, დამნაცროს, მიწას გამრიოს...
"დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ, ისიც რომ გიყურებს, შენ რომ დედას ეძახი და ის შვილოს გეძახის, ამიტომ შენ გგონია, ღმერთი არ არის? შენ ღმერთი რა გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის ...
|
|