x
image
ლურჯი თოლია
საიდან მოდის ლეგენდები ვამპირებზე?
image
უძველესი კულტურის მქონე ერები ამ არარეალურ არსებებზე უამრავ ისტორიას გვინახავენ. ეს ამბები ადგილობრივებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
რუმინულ, ბერძნულ, მექსიკურ და ამერიკულ მითოლოგიებში ვამპირებსა და მაქციებზე შექმნილი მითები მრავლად შეგხვდებათ. ამ მითების და შესაბამისად, ვამპირების, სამშობლოდ ტრანსილვანია მიიჩნევა.
რუმინეთის ამ ისტორიულ რეგიონში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეპიდემიამ იმსხვერპლა. გლეხები მიცვალებულებს მალევე მარხავდნენ. ხშირად, იმ ადამიანებს, რომლებიც კატალეფსიით იყვნენ დაავადებულნი, გარდაცვლილად მიიჩნევდნენ და შესაბამისად, მიწას აბარებდნენ. „მკვდრები“ მალევე იღვიძებდნენ და საფლავიდან ამოსვლას უშედეგოდ ცდილობდნენ.
სამარხების ქურდები და ვამპირებზე მონადირეები საფლავებს დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში თხრიდნენ. თუ ადმიანი ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდა, სხეული უცვლელი ხვდებოდათ. კატალეფსიის შემთხვევაში, გვამს პოზა შეცლილი ჰქონდა, ხოლო თუ ფრჩხილების ქვეშ და პირში სისხლის კვალსაც აღმოუჩენდნენ, ვამპირად შერაცხავდნენ. იყო შემთხვევები, როცა გაცოცხლებული ადამიანისთვისაც მიუსწრიათ, რომელსაც გულ-მკერდში სარის ჩარჭობით საბოლოოდ კლავდნენ.
სწორედ, მსგავსი ფაქტების შემდეგ დაიჯერა მოსახლეობას ვამპირების არსებობა. მსგავსი ლეგენდები და მითებიც სწორედ აქედან იღებს სათავეს.
კომენტარის დატოვება
გაზიარება
0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0