დაბადება
ბიჭიანობის სიხარული ჩვენში დიდია,
ვაჟი მამულის დამცველია, გზა და ხიდია,
თუ სადმე კაცი გაჩენილა, დიდი ქართველი,
ქუთაისს ახსოვს ერთი ვაჟის შობა ნათელი.
ათასასი წლის სამოცდაცამეტს აყვრიდა მაცნე,
ვაჟია, ვაჟი! ოქროს ქისა ხელში ჩააწნეს,
მეფე გიორგის მოევლინა ლეკვი ნანატრი,
მსგავსება ბელის, ლომისთვალა, ღვთისგან სანატრი.
...
თურქმან სელჩუკი
სანამ დავითი გაჩნდებოდა, ასი წლით ადრე,
ჯერ რომ ქართველი არ ეძახდა თურქმანებს თათრებს,
შუა აზია გადამრავლდა კაცით და ძროხით,
მათი არ იყო სამუშაკო ბარით და თოხით.
უთვალავ ჰყავდათ ცხენის რემა, ცხვარის ფარები,
ხმლები სასტიკად დალესილი, ტყავის ფარები,
ველურნი იყვნენ მომთაბარე თურქმან-ელები,
დაუნდობელი წარმართები,...
.
.
ფარცხისი
.
ბრძენის ნათქვამი გამართლდება მიჩქმალო თუნდა,
თავს დააყარო ნაკელი და ბინძური გუნდა,
პირი დაუხშო, გაუკერო, დაამცრო, მოკლა,
მაინც ახდება, დაგამიწებს, დაგტოვებს ობლად.
ასე ასრულდა ჭყონდიდელის ნათქვამი სწორი,
ივანე გახდა მოღალატე, გული აქვს ორი,
ჯიშად ბაღუაშმა გამოსტყუა მეფეს ფლიდობით
ქალაქი გაგი, სოფლებით...
სული, პირველყოფილი, მარტივი, ანიმისტური გაგებით დამოუკიდებელი სუბსტანციაა, რომელიც მომაკვდავის პირიდან ამოდის ან სისხლს მიჰყვება და შემდეგ დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობს, ჩასახლდება და სხვა. სული, როგორც უხორცო, დამოუკიდებელი ნაწილი სხეულისა, თეოლოგიური ცნება, ხორცს რომ შორდება და უსასრულობაში გადადის, ეგვიპტელებისათვის უცხო იყო. არც ბერძნული "ფსიქე", არც რომაული "ანიმა"...
ზევსი (Zeus, პოეტ. Zenos, რომეალთა იუპიტერი) - კრონოსის და რეას შვილი, კრონიდი, კრონიონი, პოსეიდონისა და ჰადესის, დემეტრას და ჰერას ძმა, ჰერას მეუღლე, პელასგთა ღმერთი, ბერძენთა უზენაესი ღვთაება, სამყაროს მრავლისშემძლე განმგებელი, "ახალი ბელადი" (ესქ.), ღმერთთა და ადამიანთა მამა, "მეუფე და მბრძანებელი" (ანაქს ბასილევს - ჰომ.), ციურ მოვლენათა განმგებელი, სტიქიათა გამომწვევი და და...
ფრიქსე (Phrixus - ბერძ. 1. შიში, ზარი, 2. ყალყზე მდგარი, 3. თრთოლა, თროლავი; ზღვის ფრთონვა, ატალღებული ზღვა. ჰომ. ანთ.) - შიშისა და ელდის ღმერთი. ანთ.; ორქომენის მეფის ათამანტისა (Athamas) და ღრუბელთა ქალღმერთის, ნეფელეს (Nephele) ვაჟი, ჰელეს (Helle) ძმა. როცა ათამანტმა მოკვდავი ინო შეირთო, ნეფელე გაუჩინარდა, მაგრამ შვილები არ დავიწყებია. ინომ კი, ცხადია, გერები თავიდანვე შეიძულა ...
|
|