"თქვენი არ ვიცი და... მე ეგეთი სინაზე და კდემამოსილება არსად მინახავს!
დედაააააა!
როგორი ორყბა ღიმილი, რამფერი ტუჩ-კბილ-ბაგეთა ზეიმი, რანაირი გამჭოლი მზერა, დამატყვევებელი გამომეტყველება, მიზანდასახულობა, ტანწერწეტობა, პლასტიკურობა, მიხვრა, მოხვრა, მიტრიალ-მოტრიალება, რევოლუციური აღმაფრენა.
...
"გოგოები!
არა, რააა... ესენი მაინც სუ სხვანაირად არიან აღზრდილები... აი, რაღაცნაირად, პურიტანულად, გეგონება შუა საუკუნეებიდან გადმოვიდნენ და გარყვნილ ქალებს კდემამოსილება უნდა ასწავლონო.
ჰმ... ასწავლიან კიდევაც, რა, ვერ ასწავლიან? სადღაა ეგეთი არისტოკრატიული ტანისამოსი, ტან-ფეხები, ელეგანტურობა, მანერები, ...
|
|