საზოგადოება რა მოხდა 24 აგვისტოს? 24 აგვისტო, 15:30 79 წელი- ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ ქალაქები პომპეი, ჰერკულანუმი და სტაბია ფერფლში დამარხა.
ვეზუვის ამოფრქვევა დაიწყო 24 აგვისტოს ნაშუადღევს (სხვა წყაროების მიხედვით, 24 ოქტომბერს) 79 წელს და გაგრძელდა დაახლოებით ერთი დღე, რასაც მოწმობს პლინიუს უმცროსის ზოგიერთი შემორჩენილი ხელნაწერი. ამან გამოიწვია სამი ქალაქის განადგურება - პომპეის, ჰერკულანეუმის, სტაბიას და ასევე რამდენიმე პატარა სოფელის. გათხრების დროს გაირკვა, რომ ქალაქებში ყველაფერი ისე იყო შემონახული, როგორც ამოფრქვევამდე იყო. ფერფლის მრავალმეტრიანი ფენის ქვეშ აღმოჩნდა ქუჩები, სრულად მოწყობილი სახლები და ადამიანებისა და ცხოველების ნაშთები, რომლებსაც გაქცევა ვერ მოასწრეს. ამოფრქვევის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ ფერფლმა ეგვიპტესა და სირიაშიც კი მიაღწია. პომპეის 20000 მოსახლედან დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა შენობებში და ქუჩებში. მოსახლეობის უმეტესობამ ქალაქი სტიქიამდე დატოვა, თუმცა დაღუპულთა ნაშთები ქალაქგარეთაც არის ნაპოვნი. ამიტომ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. 1349 წელი-ებრაელების მასობრივი განადგურება ევროპაში (მათ დაბრალდათ ბუბონური ჭირის ეპიდემიის გავრცელება): 14 თებერვალს სტრასბურგში 2 ათასზე მეტი ებრაელი საჯაროდ დაწვეს, დანარჩენი ქალაქიდან გააძევეს და ქონება ჩამოართვეს. 24 აგვისტოს კი მაინცში 6 000 ებრაელი დაწვეს. იმავე დღეს კიოლნის უძველესი ებრაული თემი განადგურდა. 1572-ბართლომეს ღამე — კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში 1572 წლის 24 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს. ამ მსოფლიოში ცნობილი ხოცვის მოთავეები იყვნენ საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის დედა ეკატერინე მედიჩი და კათოლიკეთა ბელადები - ჰერცოგი გიზები, რომლებსაც აშინებდათ ჰუგენოტებისა და მათი ბელადის გასპარ დე კოლინის გავლენის ზრდა შარლ IX-ზე. მათ ისარგებლეს ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადის, ანრი ნავარელის (შემდგომში ანრი IV) და შარლ IX-ის დის მარგარეტ ვალუას ქორწილზე (18 აგვისტო) მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. კათოლიკობის მომხრეებმა 1572 წლის 24 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყეს ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა, რის შედეგადაც უამრავი გამოჩენილი პერსონა იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის ჰუგენოტების წინამძღოლი გასპარ დე კოლინიც. ანრი ნავარელმა და პრინცმა კონდემ სასწრაფოდ აღიარეს თავიანთ კონფესიად კათოლიციზმი და ამით უშველეს თავს. 1853 : ამერიკელი ჯორჯ კრამი კარტოფილის ჩიფსების გამომგონებლად ითვლება. ლეგენდის რამდენიმე ვარიანტი არსებობს(პრეტენზიული კლიენტი, რომელსაც კარტოფილი მსხვილად დაჭრილი მოეჩვენა და სრულად შემთხვევითი, როცა ერთი ნაჭერი თხლად დაჭრილი კარტოფილი შეწვა). თუმცა კარტოფილის ჩიფსების ისტორია უფრო ადრე იღებს სათავეს, მე-19 საუკუნის დასაწყისში კარტოფილის თხლად დაჭრილი და შემწვარი რეცეპტები გამოქვეყნდა რამდენიმე კულინარიულ წიგნში. 1832 წელს შემწვარი კარტოფილის "ჩიფსების" რეცეპტი შეიტანეს შეერთებული შტატების კულინარიულ წიგნში, რომელიც დაფუძნებული იყო ადრინდელ ინგლისურ კულინარიულ წიგნზე.სავარაუდოდ ჯორჯ კრამი და მისი და კეტრინ უიკსი(ფოტოზე)ალბათ ამ წიგნით ხელმძღვანელობდნენ. 1912 წელი. ალიასკა ოფიციალურად აშშ-ს ტერიტორია ხდება, ყველაზე ცივი და უდიდესი შტატი აშშ-ში.1867 წელს რუსეთმა გაყიდა თავისი საკუთრებაში არსებული მიწა საერთო ფართობით 1, 518, 800 კმ² 7, 2 მილიონ დოლარად. ფოტოზე:ანკორიჯი ყველაზე მსხვილი ქალაქი ალიასკაზე, 250 000 მაცხოვრებლით. 1968 : საფრანგეთი წყალბადის ბომბის პირველ გამოცდას ატარებს და მსოფლიოში რიგით მეხუთე ბირთვული ქვეყანა ხდება. 1971 : პინკ ფლოიდის განთქმული კონცერტი ჩატარებული პომპეის მიტოვებულ ამფითეატრში, ქალაქის გაქრობიდან 1892-ე წლისთავზე. 1991: მიხეილ გორბაჩოვი სსრკ კომუნისტური პარტიის მეთაურის პოსტს ტოვებს. ხოლო მეორე დღეს(25 აგვისტოს)მან დაშლილად გამოაცხადა სკკპ ცენტრალური კომიტეტი და სსრკ მინისტრთა საბჭო. 1991 წლის ნოემბერში მან დატოვა კომუნისტური პარტიის რიგები, პარტბილეთი კი სამახსოვროდ დაიტოვა. 1995 : საქართველოს ახლადარჩეულმა პარლამენტმა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. 2004 : ჩეჩენი წარმოშობის ტერორისტებმა დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენილი ორი თვითმფრინავი ააფეთქეს; 89 მგზავრი დაიღუპა. უმსხვილესი ავიაკატასტროფა გამოწვეული ტერორისტული თავდასხმების შედეგად, რომელიც მოხდა სამშაბათს, 2004 წლის 24 აგვისტოს რუსეთში. თითქმის ერთდროულად (ერთი წუთის ინტერვალით) ჰაერში აფეთქდა ორი თვითმფრინავი: ვოლგა-ავიაექსპრესის ავიახაზების Tu-134A-3 (რეისი მოსკოვი-ვოლგოგრადი) და Tu-154B-2 ციმბირის ავიახაზები (რეისი მოსკოვი-სოჭი). ორივე თვითმფრინავი აფრინდა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან და აფრენიდან ერთი საათის შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. . სულ დაიღუპა 89 ადამიანი. ვენესუელელი სტეფანია ფერნანდესი ნასაუში ბაჰამის კუნძულებზე ჩატარებულ კონკურსზე მის სამყარო ხდება. 2012 : ნორვეგიაში განხორციელებული ტერორისტული აქტების ავტორს, ანდერს ბრეივიკს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2011 წლის 22 ივლისს იგი იყო ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი. მის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. 150 2-ს მოსწონს
|