x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეხლა არ მითხრათ, ეგეთ არისტოკრატებს ყოველდღე ვხედავთო"-გელა ზედელაშვილი

image

"გოგოები!
არა, რააა... ესენი მაინც სუ სხვანაირად არიან აღზრდილები... აი, რაღაცნაირად, პურიტანულად, გეგონება შუა საუკუნეებიდან გადმოვიდნენ და გარყვნილ ქალებს კდემამოსილება უნდა ასწავლონო.
ჰმ... ასწავლიან კიდევაც, რა, ვერ ასწავლიან? სადღაა ეგეთი არისტოკრატიული ტანისამოსი, ტან-ფეხები, ელეგანტურობა, მანერები, თავაწეულობა, თავდაჯერებულობა, მიხვრა-მოხვრა, მანერები, გამომეტყველება, მზერა, საუბრის მოკრძალებული ტონი, ხავერდოვანი ტემბრი, ფერთა შეხამება.
სადღაა-მეთქი?
მხოლოდ ამათთან თუ შემორჩა... განა ბევრი გინახავთ აეგრე მჯდომიარე მდედრები?
სად არის რაფაელი? სად არის ტიციანი? სად არის მიქელანჯელო? სად არის ლეონარდო და ვინჩი, რომელიც ჯოკონდას ხელახლა დახატავდა? ტიციანს რომ მადმუაზელ გორდელაძე ენახა, დაუხატავს გაუშვებდა? არამც და არამც!
აი, სწორედ ამ გოგოებზეა ნათქვამი, დროს ასცდნენო.
პრინციპში, დროს ესენი ასცდნენ თუ რაფაელი, ტიციანი, მიქელანჯელო და ლეონარდო, ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია. მე მაინც მგონია, რომ ისინი დაიბადნენ ადრე.
ვერაფერს ვიზამთ... იმედი ვიქონიოთ, რომ სანამ ესენი აქ არიან, ლეონარდო და ტიციანი მაინც დაიბადებიან ხელახლა.
აჰა, უყურეთ და დატკბით.
ეხლა არ მითხრათ, ეგეთ არისტოკრატებს ყოველდღე ვხედავთო.
ჰმ... არ გადამრიოთ!"-წერს სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი.
0
271
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0