საზოგადოება მკვდარი ქალი ოთხი დღე იჯდა ოფისში, თანამშრომლებს კი ეგონათ, რომ უსიამოვნო სუნი კანალიზაციიდან მოდიოდა 3 სექტემბერი, 13:04
პარასკევი, 16 აგვისტო, 60 წლის დენის პრიუდომისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე უნდა ყოფილიყო. დილის 7 საათზე ტემპში (შტატი არიზონა) იგი შევიდა Wells Fargo Banking Corporation-ის საოფისე შენობაში და ჩვეულებისმიერ დაასკანირა საშვი. ამის შემდეგ ამერიკელის კვალი იკარგება, წერს NBC News.
პრიუდომის ცხედარი სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვეს მის პატარა კაბინეტში ოთხი დღის შემდეგ - სამშაბათს, 20 აგვისტოს. როგორც გარდაცვლილი ამერიკელის კოლეგამ განაცხადა, კომპანიის თანამშრომლებმა პრიუდომი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. სანამ მის ცხედარს იპოვნიდნენ, რამდენიმე ადამიანი ჩიოდა, რომ მესამე სართულის დერეფანში, სადაც დენის სამუშაო კაბინეტი მდებარეობდა, მთავარი შესასვლელის სიახლოვეს, უსიამოვნო სუნი იდგა, მაგრამ მათი ვარაუდით, ეს იყო კანალიზაციის პრობლემების გამო. პირველებმა დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს პრიუდომის დაკარგვა. მათ აღმოაჩინეს, რომ 16 რიცხვიდან ქალს შენობიდან გასვლის დროს არ დაუსკანირებია საშვი, ანუ ის ოფისიდან არ გამოსულა. ამერიკელი ქალის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ტემპის პოლიციის კრიმინალური გამოძიების ბიურო მარიკოპას ოლქის სამედიცინო ექსპერტებთან ერთად მუშაობს ამაზე. გარდაცვლილის კაბინეტში პირველადი დათვალიერებისას პოლიციამ ვერ აღმოაჩინა ჩხუბის ან ისეთი რაიმეს ნიშნები, რაც ძალადობრივ სიკვდილზე მიუთითებდა. დღემდე გაურკვეველია, რატომ ვერავინ შეამჩნია აქამდე დენის პრიუდომის გაუჩინარება. შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია 147 2-ს მოსწონს
|