ღამეა ბნელი, სიჩუმეა ჩვენი.
ძმები ვზივართ, ვსვამთ და ვმრერით,
მოგონებებს ჩვენ ჩვენსას ვყვებით:
პირველი სიტყვა,
პირველი ლოცვა,
პირველი სიყვარული,
პირველი კოცნა.
ბავშვები ვიყავით,
ცხოვრებას მივყავდით.
ჩვენი სითბო, ჩვენი სიმართლე, ბავშვობიდან მოდის სინათლე.
ტკბილი ბავშვობა წამებს დაშორდა,
დაშორდა იმას
რაც არ ახსოვდა.
დროც ბევრი გავიდა,
ბევრიც წაიღო, ...
ჩვენ როცა ვდუმვართ,
ჩვენ როცა ვფიქრობთ,
ლაპარაკობენ ჩვენი სულები,
სიზიფეს ლოდიც მემსუბუქება,
რადგან ამ ქვეყნად შენ მეგულები.
თუმც შეავედრე ღმერთს ჩემი თავი,
ბედი-ავბედი მაინც თან მდევდა,
გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო,
რომ ბედნიერი არა ვარ დედა...
ვერ დამიფარა სენმა ლოცვებმა,
გადათიბულან შენი კორდები,
დარდობ და მაინც გეიმედება,
რომ ჩემში ისევ განმეორდები...
სიცოცხლე წყალივით უჩინარა,
სიყვარული პატარა კარნავალია,
რომელშიც მონაწილეობა მთავარია,
გამიგონია სიყვარული ნაზია,
გამიგონია სიყვარული პატარა აზრია,
მისი ძალა უდიდესია,
მისი ძალა უწმინდესია.
სიყვარულში ერთი წესია,
მას წესები არ უყვარს,
თავისუფლება ერთადერთია,
რაც გულს ძალიან უყვარს.
ანარქია
2012, 28 ოქტომბერი, 14:07
შენ ჩემგან შორს ხარ,
და მენატრები.
ანგელოზი ხარ
ცას მივაგენი,
გული ფეთქავს,
მე შენს ხმას ველი,
ცხოვრების კიბეს
ნელა ავყვები,
მე ცის კარებს შემოვაღებ,
და ანგელოზებში
გულის ფეთქვით ჩემსას მივაღწევ,
ლექსებს მივუძღვნი შენ სილამაზეს,
შენ სიწმინდეს ხელით ვატარებ.
2012, 25 სექტემბერი, 14:57
მოველ,
ალერსი რომ კვლავ მეგემა,
შენი ღიმილით დავხვდა ზაფხული,
ძველი ოცნება შემომეგება
შენს ღრმა თვალებში შემონახული.
ალბათ იგონებ, თუ წლების იქით,
როგორ გამზარდეთ შენ და თბილისმა
და ცრემლნარევი ოცნებით გიკვირს
დავაჟკაცება შენი შვილისა.
დედა, რა მალე გავიდა წლები,
შენ თმაზე თოვლი გადაგეყარა.
მახსოვს, ხელებით ამიტაცებდა,
რომ დამენახა შენით ქვეყანა.
მაჩვ...
2012, 19 სექტემბერი, 12:44
მადლობა, დედი,
რომ ასე მშვიდი,
რომ ასე თბილი დღეებით მზარდე,
მე ახლა უკვე შენს მკერდს ავცილდი
და ასე, ვფიქრობ, ავაღწევ ცამდე,
ჩემი ცხოვრება ავაწყე ნათლად,
მაგრამ რაც უნდა ვიარო აღმა,
მე ერთი რწმენა ვატარო უნდა:
დედილო, როგორც წინათ და ახლაც,
ჩემზე მაღალი იქნები მუდამ.
2012, 19 სექტემბერი, 12:17
ეს მონატრება ვერ იქნა და
დღემდე ვერ ვძლებ,
ყველგან თან დამაქვს შენი ხსოვნა
წმინდა ვით ლოცვა.
დაუწერელი ლექსი მტკივა
ო, ისე ძლიერ,
როგორც გტკიოდა, ალბათ, მაშინ,
მაჩენდი როცა.
ათი წელია ათ სტრიქონს რომ
ვრანდავ და ვკვეთავ,
კვლავ არ გამოდის, ვერ ვერევი
გრძნობათა მორევს...
პატარა ლექსსაც რომ ვეღარ ვწერ დედაზე,
დედავ, იქნებ ყველაზე დიდი ლექსი ეს არი სწორ...
2012, 19 სექტემბერი, 11:53
დავმარხე დედა და მომეჩვენა,
რომ მასთან ერთად გულიც დავმარხე.
დღე იყო ჩუმი, მაგრამ უჩვევი,
ვეღარ ვხედავდი ნაცნობ სახეებს.
თითქოს დაბნელდა, თითქოს დაეშვა
რაღაც საოცრად უხეში საფარი,
მე მოვდიოდი სასაფლაოდან
ყველაზე უფრო მიუსაფარი.
და არ მესმოდა ხალხის ნუგეშიც,
ვიყავ მჭმუნვარე და უნუგეშო,
დავმარხე დედა და თითქოს სულიც
თან ჩავატანე იმ თბილ უბეში.
ფეხზე ვიდექი,...
2012, 19 სექტემბერი, 11:53
ძალიან ცოტაა თქვა მაპატიე,
ძალიან ბევრია უპასუხო გპატიობ,
უიმედოდ ჯღერს მე უნდა მექნა,
უსამართლოა ცრუ დაპირება,
გულში ტკივილია,
ხშირად იხსენებ,
თვალებში ცრემლია,
გზა თითქოს ბევრია,
გამოსავალი კი ერთია,
მიყვები გზას, ფიქრებით კი სხვაგან ხარ,
ცხოვრება ერთი,
უფალი ერთია,
იმედი ერთია,
გადაწყვეტილებაც ერთია,
ძალიან ცოტაა თქვა მ...
რა არის ცხოვრება?
დღეს იცინი, ხვალ? იტირებ.
დღეს იბადები, ხვალ? იმარხები.
დრეს გიხარია, ხვალ ?იტანჯები.
დღეს ხალხს ახსოვხარ, ხვალ?დაავიწყდები.
დღეს შენ უყვარხარ, ხვალ?არ ეყვარები.
დღეს შენ გიზიდავს, ხვალ? შეგზიზღდება.
დღეს შენ გადაწყვიტე, ხვალ? ინანებ.
დღეს მდიდარი ხარ, ხვალ? გაღარიბდები.
დღეს პირველი ხარ, ხვალ? უკანასკნელი.
დღეს ჯამთელი ხარ, ხვალ? დაავადდები. ...
|
|