x
image
ანარქია
Mediator image
დავმარხე დედა
imageდავმარხე დედა და მომეჩვენა,

რომ მასთან ერთად გულიც დავმარხე.

დღე იყო ჩუმი, მაგრამ უჩვევი,

ვეღარ ვხედავდი ნაცნობ სახეებს.


თითქოს დაბნელდა, თითქოს დაეშვა

რაღაც საოცრად უხეში საფარი,

მე მოვდიოდი სასაფლაოდან

ყველაზე უფრო მიუსაფარი.

და არ მესმოდა ხალხის ნუგეშიც,

ვიყავ მჭმუნვარე და უნუგეშო,

დავმარხე დედა და თითქოს სულიც

თან ჩავატანე იმ თბილ უბეში.

ფეხზე ვიდექი, ვიყავ ცოცხალი,

თუკი სიცოცხლე ერქვა ამ ყოფას

და მაშინ მივხვდი თუ რა ყოფილა,

თუ რა ყოფილა სულის გაყოფა.

მას მერე ასე უნდოდ დავდივარ

თითქოს უსულოდ, მიუსაფარი

და არ მცილდება და არ მცილდება

ვეება სევდა - დედის საფლავი.

ახლაც აქა ვარ, მიწას დავყურებ,

მარტო ვარ და არც არავინ მინდა

და ვით არასდროს მიყვარს ეს მიწა - ყველა მიწაზე თბილი და წმინდა...

დე, მომიტეონ ყველა ხატებმა,

მე მას შევწირავ ამ გულს ნატყვიარს,

მაგრამ საფლავი დედაჩემისა

ჩემთვის ყველაზე წმინდა ხატია.

5
169
14-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
169
  
2012, 7 ოქტომბერი, 23:28
ეჰ ვიცი მეც გამოცდილი მაქ ერტი ბედის ქვესჰ ვყოფილვართ, შენი სიტყვების მერე ვხვდები თურმე მარტო მე არ მტკენია გული ასე ძლიერად:(:(:(1+++++++
2012, 28 სექტემბერი, 23:01
არ შემიძლია ამას ვერ გადავიტან :(
2012, 28 სექტემბერი, 22:43
:((((( კიდევ ერთხელ მეტკინა
2012, 19 სექტემბერი, 14:57
მადლობა
0 1 5