x
image
ანარქია
Mediator image
შენ ადგებოდი შუაღამისას
imageშენ ადგებოდი შუაღამისას,

ჩუმი ცრემლებით სახენაბანი...

შენ ადგებოდი შუაღამისას,

რომ დაგეხურა მისთვის საბანი.



შენ ადგებოდი გამთენიისას,

დაღლილი დედა, მოხუცი ქალი,

შენ ადგებოდი გამთენიისას

და უსწორებდი დაწეულ ბალიშს...


შენ ახლაც დგები შუაღამისას,

ცარიელ საწოლს მოავლებ ხელებს,

შენ ახლაც დგები შუაღამისას

და ღამეს თეთრად ათენებ მერე.


ჩაგეძინება გამთენიისას,

მოგტეხავს დარდი, მოგტეხავს დაღლა,

გამოგეცლება ბალიში თავქვეს

და ჩაცურდება საბანი დაბლა...

1
54
5-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
54
  
2014, 20 იანვარი, 1:36
სევდიანია! მომწონს.
0 1 1