x
image
ანარქია
Mediator image
ლექსი დედას
imageმოველ,

ალერსი რომ კვლავ მეგემა,

შენი ღიმილით დავხვდა ზაფხული,

ძველი ოცნება შემომეგება


შენს ღრმა თვალებში შემონახული.

ალბათ იგონებ, თუ წლების იქით,

როგორ გამზარდეთ შენ და თბილისმა

და ცრემლნარევი ოცნებით გიკვირს

დავაჟკაცება შენი შვილისა.

დედა, რა მალე გავიდა წლები,

შენ თმაზე თოვლი გადაგეყარა.

მახსოვს, ხელებით ამიტაცებდა,

რომ დამენახა შენით ქვეყანა.

მაჩვენე მიწა უხვი ფერითა,

მიწა მხიბლავდა ფეროვანებით...

ქვეყანას ვჭვრეტდი შენი ხელიდან,

ქვეყანას ვჭვრეტდი შენი თვალებით.


მე რაღაც დიადს ვგრძნობდი მაშინვე,

მერვე გავაღე ქვეყნის კარები:

სულ სხვა სიცოცხლე აღმოვაჩინე,

მოდი, შეხედე ჩემი თვალებით.

განთიადივით ნათელო დედა,

წლებს ეღიმება დათოვლილ თმაში.

ვხედავ,

უთვალავ ვარსკვლავსა ვხედავ

შენს ღრმა თვალებში,

როგორც ორ ტბაში.

0
207
4-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0