პოეზია ლექსი დედას 2013, 23 ივლისი, 12:22 ჩვენ როცა ვდუმვართ,
ჩვენ როცა ვფიქრობთ,
ლაპარაკობენ ჩვენი სულები,
სიზიფეს ლოდიც მემსუბუქება,
რადგან ამ ქვეყნად შენ მეგულები. თუმც შეავედრე ღმერთს ჩემი თავი, ბედი-ავბედი მაინც თან მდევდა, გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო, რომ ბედნიერი არა ვარ დედა... ვერ დამიფარა სენმა ლოცვებმა, გადათიბულან შენი კორდები, დარდობ და მაინც გეიმედება, რომ ჩემში ისევ განმეორდები. ლექსის ავტორი მაყვალა გონაშვილი 153 9-ს მოსწონს
|