x
image
ანარქია
Mediator image
ლექსი დედას
imageეს მონატრება ვერ იქნა და

დღემდე ვერ ვძლებ,

ყველგან თან დამაქვს შენი ხსოვნა

წმინდა ვით ლოცვა.


დაუწერელი ლექსი მტკივა

ო, ისე ძლიერ,

როგორც გტკიოდა, ალბათ, მაშინ,

მაჩენდი როცა.


ათი წელია ათ სტრიქონს რომ

ვრანდავ და ვკვეთავ,

კვლავ არ გამოდის, ვერ ვერევი

გრძნობათა მორევს...

პატარა ლექსსაც რომ ვეღარ ვწერ დედაზე,

დედავ, იქნებ ყველაზე დიდი ლექსი ეს არი სწორედ.

0
283
3-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0