x
image
მანჩო 777
განქორწინება წვერების გამო
ინდური ჩვეულების თანახმად, სასიძო და საპატარძლო პირველად ერთმანეთს ქორწილზე ხედავენ და დიდია ალბათობა იმისა, რომ ქორწინების შემდეგ ერთ-ერთ მათგანს მეორე სულაც არ მოეწონოს, მაგრამ ასეთი რამ, როგორც წესი, იშვიათად ხდება. ტრადიციების მიხედვით, ორივე მათგანის მშობლები და ნათესავები ზრუნავენ იმაზე, რომ ქორწინებისას რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს, თუ რა თქმა უნდა, საქმე ფინანსურ ინტერესებს არ ეხება.



image



დელისთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში მცხოვრებმა რუპეშმა ქორწინების მეოთხე დღესვე მოითხოვა განქორწინება. მამაკაცმა განაცხადა, რომ ქორწილამდე მას საცოლე ნანახი არ ჰყავდა. მაჭანკლობით და წვეულების სამზადისით მისი მშობლები და ძმა იყვნენ დაკავებული.

ქორწილის დროს პატარძალს სახე პირბადით ჰქონდა დაფარული, ამიტომ რუპეშმა თავისი ცოლის სახე მხოლოდ ღამით ნახა, როდესაც ახალდაქორწინებულები განმარტოვდნენ. გოგონას სახე სქელი მაკიაჟით ჰქონდა დაფარული, როგორც ამას ინდური ტრადიცია მოითხოვს, ამიტომ ქმარმა კარგად ვერც კი მოახერხა მეუღლის გარეგნობის შეფასება.




image


ქორწილის მეორე დღეს რუპეშს სამსახურის საქმის გამო მეორე ქალაქში მოუწია წასვლა. როცა მივლინებიდან დაბრუნებულმა ახალგამომცხავრმა ქმარმა ცოლი დღის სინათლეზე იხილა, ელდა ეცა: ქალს წვერი ამოსვლოდა და არც ისე მომხიბლავად გამოიყურებოდა.


როგორც სასამართლოზე ქალმა განაცხადა, მას ჰორმონალური დარღვევები აქვს, რის გამოც მხოლოდ სუსტი სქესისათვის დამახასიათებელ ადგილებში როდი ამოსდის თმა; მას სახეზე მამაკაცივით ეზრდება წვერი და ულვაში. გოგონამ განაცხადა, რომ ამ პრობლემას იოლად აგვარებდა მედიკამენტებით, უბრალოდ ახალგათხოვილ ქალს ინდოეთში გარეთ მარტო გასვლა ეკრძალება, ამიტომ მან ვერ მოახერხა აფთიაქში შევლა და საეპილაციო საშუალების შეძენა.


მიუხედავადა ქალის აღიარებითი ჩვენებისა, რუპეში მყარად იდგა თავის აზრზე და ჯიუტად მოითხოვდა განქორწინებას, მაგრამ საპასუხოდ წვერებიანმა ქალმა განაცხადა, რომ მისმა მშობლებმა საკმაოდ მდიდრული მზითევი მისცეს სასიძოს, ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმედებოდა გაყრას, თუ მზითევს მის ოჯახს დაუბრუნებდნენ. უფრო მეტიც, მან რუპეშისაგან მოითხოვა საკმაოდ დიდი თანხა მორალური ზარალის ასანაზღაურებლად, რადგან ქმარი მას ეუხეშა და უბოდიშოდ გააგდო გარეთ.


მოუსმინა რა ორივე მხარეს, მოსამართლემ რუპეშის მიერ წამოყენებული გაყრის მიზეზი არასერიოზულად მიიჩნია და განქორწინებაზე მას უარი განუცხადა.

ასე რომ, რუპეშს მთელი ცხოვრება მოუწევს წვერებიანი ცოლის ატანა, თუ, რა თქმა უნდა, ლაზერული ეპილაციისათვის ფული დაენანება.


image



2
241
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
241
  
2018, 5 ივლისი, 0:29
21-ე საუკუნეში თუ კიდევ ასეთი რამე ხდება, არც კი მჯერა..არადა ფაქტია, რომ ხდება :(
2018, 4 ივლისი, 18:16
მერე ვისი ბრალია, კაცმა არ უნდა იცოდეს, ცოლად ვინ მოჰყავს? :)
0 1 2