საზოგადოება ზაზა სარალიძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მორიგი კამპანია დაიწყო! 2018, 3 ივლისი, 14:43 მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჯდომარე აქცია დაიწყო, სოციალურ ქსელში მის მიმართ აგრესიულმა კომენტარებმა იმატა. კომენტარების ავტორთა უმეტესობას Facebook ანგარიში ან ახალი შექმნილი აქვს, ან სხვის სახელსაა ამოფარებული ანუ ე.წ fake. რამ გამოიწვია ამ ადამიანების გააქტიურება და ვინ შეიძლება იდგეს მათ უკან, დასკვნა თქვენ გამოიტანეთ, თუმცა არ მგონია, რაიმე საერთო ჰქონდეს ამ ყველაფერს მორალთან და სამართლიანობასთან.
კონკრეტული სახელის მქონე ადამიანები სოციალურ ქსელში შვილმკვდარ მამას "შვილის სულით მოვაჭრესა" და "ურწმუნო თომას" უწოდებენ, ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ სარალიძე საზოგადოებას მასხარად იგდებს და რეალურად გარდაცვლილი შვილის საქმე კი არა, ფული აინტერესებს.
"არ ვაპირებდი, მაგრამ იძულებული გავხდი კომენტარი გამეკეთებინა ბაკაშვილო, თქვენს თხუზულებაზე. გთხოვთ! გაანებე თავი ჩვენს დამოძღვრას და თანაც შორიდან. არ მინდა გავიხსენო კახური ანეკდოტი, რომელიც ზედგამოჭრილი იქნებოდა შენზე. ვატყობ, სიმართლის დაუოკებელი სურვილი გტანჯავს და იქნებ 2-3 დღით მაინც ჩამოხვიდე და დაეხმარო სარალიძეს. მე არ დავუდგები, იმიტომ ეგ პიროვნება არის ურწმუნო თომა და ქართველ ხალხს მასხარად იგდებს და ამისთანა ნაძირალას სულ სხვა რამ აინტერესებს. ეს არის ნაძირალა შვილის სულით მოვაჭრე პიროვნება და მეტი არაფერი. საქართველოში სააკიანის მთავრობას ოჯახები ამოუწყვეტია მთლიანად და კრინტი არ დაგიძრავთ და ახლა ბავშვმა ბავშვი მოკლა და ატეხეთ პანიკა? რა შუაშია აქ ხელისუფლება. ჭირისუფლის ტრაკის ქეიფზე მთავრობა ვერ ივლის, გთხოვ ჭკუას მოუხმეთ."- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი
" ამ კაცის შეხედვაც კი არ მინდა, არა თუ გვერდით დგომა, რადგან არ დააფასა ხალხის გვერდში დგომა, აბსოლუტური უტვინო კაცია" ზაზა სარალიძე ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდება. 1324 5-ს მოსწონს |
მართლა ღმერთმა გაძლება მისცეს, მის ადგილზე მისი შვილის საძმაკაცოდან დავიწყებდი და მკვლელებას ამოვხდიდი სულს.
ეს კაცი კი სამართლებრივად ცდილობს ჭეშმარიტების დადგენას.
რა გახდა ამ საქმის გამოძიება, როცა ათზე მეტი მონაწილეა ცნობილი.
მიუერთონ სიცრუის დეტექტორს სათითაოდ და მარტივად გაირკვევა ყველაფერი.
მამაა და კარგი იყო ვიღაცის თქმით თუ ცუდი, მისთვის შვილია და ასეთი ფორმით ლანძღვა არც კაცს და არც ქალს არ შეშვენის.
ამდენი მოწმე იყო და რა გახდა სიმართლის დადგენა?
სარალიძის მეგობრები სათითაოდ მიუერთონ სიმართლის დეტექტორს და მანდ გაირკვევა ყველაფერი.