x
image
lady.ge
როგორ მოვხიბლოთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
imageმაშ ასე, კოზირი მამაკაცებს - გაინტერესებთ რა სისუსტეები გააჩნია თქვენს საყვარელ ქალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? ესეიგი ეს სტატია თქვენთვისაა. მივყვეთ თანმიმდევრობით და ჯერ ვერძი ქალბატონების თაყვანისმცელმები ჩადგნენ რიგში, დიახ დიახ რიგში, ეს იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს როგორც წესი რამოდენიმე თაყვანისმცემელი ყავთ ერთად, ოღონდ თავად არც ერთი არ მოსწონთ და მოსწონთ მაინც და მაინც ის რომელიც ყურადღების ღირსადაც კი არ თვლის, მგონი "ნამიოკს" მიმიხვდით- ვერძის მოხიბვლა გინდათ? იყავით გულგრილი მაშინაც კი როცა უკვე გარკვეულია ურთიერთობა თქვენ შორის, მცირე დისტანცია დაუჭირეთ, თუ არ გინდათ მალევე მოგიბეზროთ და მიგატოვოთ.

image

რაც შეეხება კუროს, აქ ტაქტიკა საფუძვლიანადაა შესაცვლელი, კურო ქალს სტაბილურობა და სიმყარე უყვარს, ოღონდ იცოდეთ ისიც, რომ იგი საშინლად ჯიუტია, ამიტომ ნუ ეცდებით თქვენ ჭკუაზე გაატაროთ, სულ ერთია მაინც არ გააკეთებს იმას რაც არ სურს. სამაგიეროდ რბილი მოპყრობით გაცილებით მეტს მიიღებთ მისგან, ვიდრე დიქტატურით. კურო ქალს ძალიან უყვარს როცა მის მიმართ სიყვარულს მატერიალური კუთხით გამოხატავენ. ამიტომ პრაქტიკული და სასიამოვნო საჩუქრებით ხშირად უნდა გაანებივროთ.


ტყუპზე თუ ხართ შეყვარებული გაგიმართლათ- მისი მოხიბვლა არც თუ ისე ძვირი დაგიჯდებათ, საინტერესოდ საუბრის უნარი- ეს არის მთელი ის კაპიტალი რაც ამ ქალის გულისკენ მიმავალ გზაზე თუ ყველას არა, თითქმის ყველა კარს უპრობლემოდ გაგიხსნით. ტყუპი ქალი ვერასოდეს შეიყვარებს მუდო კაცს, თუნდაც ეს უკანასკნელი სექსსიმბოლოთა კატეგორიას განეკუთვნებოდეს, ამიტომ ჯიბეგაფხეკილ მჭერმეტყველს უფრო დიდი შანსი აქვს ამ ქალის მოსახიბლად, ვიდრე ფულიან მილიონერს. თუმცა ფული ზედმეტი მაინც არასოდესაა. ბოლო ბოლო მეტყველების მასწავლებელს დაიქირავებთ თქვენი ტყუპის მოსახიბლად რომ გავარჯიშოთ.


image

აი კირჩხიბს კი სანამ საქორწინო ბეჭედს არ დაანახებთ თქვენი შანსები ნულს ქვემოთ ზღვარს ვერ ასცილდება. პრინციპში საქორწინო კაბის დანახებაც არ იქნებოდა ცუდი აზრი. ოღონდ მოსინჯვის და ფასონის შერჩევის საშუალებაც უნდა მისცეთ. ავეჯის, ჭურჭლეულის ან საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში დაგეგმილი ერთობლივი ვოიაჟიც დაგეხმარებათ კიბო ქალის გულის მოგებაში, მთავარია მან თავი თქვენს პოტენციურ საცოლედ დაიგულოს და დანარჩენი უკვე თქვენი მარიფათის საქმეა. მთლად ხეზე ცოცვას კი ვერ გასწავლით ეს ჰოროსკოპი.



მომდევნო სტატიაში მომდევნო ოთხეულზე ვისაუბრებთ..

14
2634
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
2634
  
2013, 2 აპრილი, 2:40
კალწულზეც გამოუშვი ერთი კაცურად :D :D :D
2012, 8 ოქტომბერი, 21:15
არ ვიცი საერთო სტატისტიკით სასწორები როგორები არიან, თუმცა ჩემი მამაკაცური ღირსებების აქ მტკიცება ნამდვილად არ მჭირდება... თუმცა საინტერესოა როგორ აღიქვამ საერთოდ მამაკაცურობას და გამოკვეთილ მამაკაცურ თვისებებს
2012, 8 ოქტომბერი, 13:31
:) ჯერ ერთი რატომ აყენებ შეურაცხოფას კონკრეტული ზოდიაქოს წარმომადგენლებს, ეს მეტყველებს უკვე შენს ინტელექტზე და არცთუ დადებითი კუთხით. მეორეც სასწორი კაცი ქალური ენერგეტიკის მქონე პლანეტით იმართება, ამიტომ მათ არ გააჩნიათ მამაკაცურობა, ეს არის უბრალოდ ლამაზი, რბილი ხასიათის ბიჭი, რომელმაც ხშირად არ იცის რა უნდა :)) ვერძ ქალს კი ნამდვილი მამაკაცები იზიდავს, მტკიცე ხასიათით და გამოკვეთლი მამაკაცური თვისებებით, რაც სასწორს არ გააჩნია. ასე რომ ჯობია რომელიმე შენსავით რბილი ნიშანი ეძებო.
2012, 8 ოქტომბერი, 13:16
მე სასწორი კაცი ვარ.თუ ვინმე მიყვარდება მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევ, მათ მიმართ კი ვინც უბრალოდ მომწონს არც თუ ისე თბილი და ყურადღებიანი ვარ. ქალებს ყოველთვის ხიბლავს ჩემი გარეგნობა და მათთან დამოკიდებულება, თუმცა ვერძი ქალი შემიყვარდა და იმდენად მომაბეზრა თავი მისმა იდიოტურმა აზროვნებამ რომ რაგაც მომენტში საკუთარ თავშიც კი შემეპარა ეჭვი. მაგრამ ვერძები ასეთები ხართ, ყოველთვის დებილი ბიჭები მოგწონთ
2012, 31 აგვისტო, 19:29
ვერძი ვარ და ასეა
2012, 26 ივლისი, 0:12
ვაა მართლა ასეა უბრალოდ მჭვრმეტყველებას ცოტა ინტელექტიც თუ ერთვის და ჩემი მჭევრმეტყველების მოსმენის ნერვებიც მარტო მოხიბლული კი არა აღფრთოვანებულიც ვარ:)))))))))
2012, 14 ივლისი, 16:47
არა რა სულ გამაბლატავა ამ ჰოროსკოპებმა ;დ
არა ვერძზე ნამდვილად ეგრეა მაგრამ იმდენად გულცივობაც არ უნდა მოივიდეთ რომ თავმოყვარეობა შემელახოს :)
2012, 7 ივლისი, 1:52
და უყურადღებოს მოსახიბლად რამეს აკეტებენ თუ არა ესაა ყველაზე საინტერესო : ))) ბარემ ბოლომდე იბლატავეთ :D
2012, 7 ივლისი, 1:49
shen gaatare tu ginda :D
2012, 7 ივლისი, 1:48
ხმამაღლა მაინც ნუ ამბობ :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10