ასტროლოგია როგორ მოვხიბლოთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 2012, 2 ივლისი, 16:56 მაშ ასე, კოზირი მამაკაცებს - გაინტერესებთ რა სისუსტეები გააჩნია თქვენს საყვარელ ქალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? ესეიგი ეს სტატია თქვენთვისაა. მივყვეთ თანმიმდევრობით და ჯერ ვერძი ქალბატონების თაყვანისმცელმები ჩადგნენ რიგში, დიახ დიახ რიგში, ეს იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს როგორც წესი რამოდენიმე თაყვანისმცემელი ყავთ ერთად, ოღონდ თავად არც ერთი არ მოსწონთ და მოსწონთ მაინც და მაინც ის რომელიც ყურადღების ღირსადაც კი არ თვლის, მგონი "ნამიოკს" მიმიხვდით- ვერძის მოხიბვლა გინდათ? იყავით გულგრილი მაშინაც კი როცა უკვე გარკვეულია ურთიერთობა თქვენ შორის, მცირე დისტანცია დაუჭირეთ, თუ არ გინდათ მალევე მოგიბეზროთ და მიგატოვოთ.
რაც შეეხება კუროს, აქ ტაქტიკა საფუძვლიანადაა შესაცვლელი, კურო ქალს სტაბილურობა და სიმყარე უყვარს, ოღონდ იცოდეთ ისიც, რომ იგი საშინლად ჯიუტია, ამიტომ ნუ ეცდებით თქვენ ჭკუაზე გაატაროთ, სულ ერთია მაინც არ გააკეთებს იმას რაც არ სურს. სამაგიეროდ რბილი მოპყრობით გაცილებით მეტს მიიღებთ მისგან, ვიდრე დიქტატურით. კურო ქალს ძალიან უყვარს როცა მის მიმართ სიყვარულს მატერიალური კუთხით გამოხატავენ. ამიტომ პრაქტიკული და სასიამოვნო საჩუქრებით ხშირად უნდა გაანებივროთ.
ტყუპზე თუ ხართ შეყვარებული გაგიმართლათ- მისი მოხიბვლა არც თუ ისე ძვირი დაგიჯდებათ, საინტერესოდ საუბრის უნარი- ეს არის მთელი ის კაპიტალი რაც ამ ქალის გულისკენ მიმავალ გზაზე თუ ყველას არა, თითქმის ყველა კარს უპრობლემოდ გაგიხსნით. ტყუპი ქალი ვერასოდეს შეიყვარებს მუდო კაცს, თუნდაც ეს უკანასკნელი სექსსიმბოლოთა კატეგორიას განეკუთვნებოდეს, ამიტომ ჯიბეგაფხეკილ მჭერმეტყველს უფრო დიდი შანსი აქვს ამ ქალის მოსახიბლად, ვიდრე ფულიან მილიონერს. თუმცა ფული ზედმეტი მაინც არასოდესაა. ბოლო ბოლო მეტყველების მასწავლებელს დაიქირავებთ თქვენი ტყუპის მოსახიბლად რომ გავარჯიშოთ. აი კირჩხიბს კი სანამ საქორწინო ბეჭედს არ დაანახებთ თქვენი შანსები ნულს ქვემოთ ზღვარს ვერ ასცილდება. პრინციპში საქორწინო კაბის დანახებაც არ იქნებოდა ცუდი აზრი. ოღონდ მოსინჯვის და ფასონის შერჩევის საშუალებაც უნდა მისცეთ. ავეჯის, ჭურჭლეულის ან საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში დაგეგმილი ერთობლივი ვოიაჟიც დაგეხმარებათ კიბო ქალის გულის მოგებაში, მთავარია მან თავი თქვენს პოტენციურ საცოლედ დაიგულოს და დანარჩენი უკვე თქვენი მარიფათის საქმეა. მთლად ხეზე ცოცვას კი ვერ გასწავლით ეს ჰოროსკოპი. მომდევნო სტატიაში მომდევნო ოთხეულზე ვისაუბრებთ.. 2635 7-ს მოსწონს 1-ს არა |
არა ვერძზე ნამდვილად ეგრეა მაგრამ იმდენად გულცივობაც არ უნდა მოივიდეთ რომ თავმოყვარეობა შემელახოს :)