საზოგადოება რა ელოდება ირანელ გოგონას, რომელიც სტადიონზე ჩადრის გარეშე იყო? 2018, 25 ივნისი, 10:35 ინტერნეტში განსჯის საგანი გახდა ირანელი გოგონას ბედი, რომელიც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ესწრება. გოგონა ფოტოზე ჰიჯაბის გარეშეა და მუცელიც მოშიშვლებული აქვს. ის, რომ გოგონა ნადვილად ირანელია, კისერზე დაკიდებული პასპორტიც ადასტურებს, სადაც ის ფოტოზე ჩადრითაა გადაღებული. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტმომხმარებლებს აღელვებთ გოგონას ბედი, ზოგს მიაჩნია, რომ ამის გამო იგი შესაძლოა, სამშობლოში სიკვდილითაც კი დასაჯონ, ირანული კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებაში ქალის ჰიჯაბით გარეშე გამოჩენა დასჯადია. ზოგი აღნიშნავს, რომ ირანში Twitter -ი დაბლოკილია და შესაძლოა, ვერც ნახონ ეს ფოტო, ზოგს მიაჩნია, რომ გოგონას სერიოზული სასჯელი არ ემუქრება, რადგან ირანში "ელიტასთვის ყველაფერი ნებადართულია." უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი გოგონა არ არის ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, რომელიც ფოტოებიექტივის კამერაში ჩადრის გარეშეა, ნაციონალურ დროშის ფერებში გამოწყობილმა სხვა გოგონებმაც მიიქციეს ყურადღება.
943 6-ს მოსწონს
|