საქართველო "...ხიდისგან, რომელიც ნამდვილ საქართველოსთან აკავშირებდათ ნატამალიც არ იყო დარჩენილი...." - გურამ ქართველიშვილი 2018, 22 ივნისი, 20:33
—- ეკლესიები ააშენ-აღადგინეს და ყულაბებად გაიხადეს, —სახელმწიფო სამსახური “მაყუთის“ საკეთებელ კანტორებად აქციეს, — ტყუილი და ღალატი ახარეს, — შვილებს პირუტყვის დონის განათლება შეაჩეჩეს, —- სიაფანდები, მევახშეები და თაღლითები მთავრობაში აირჩიეს, –ნიჭიერებს და სუფთებს შიმშილით სული ამოხადეს, —-ხელოვნების “კახპები“ ხატად დაასვენეს — მიწის ხვნას თავი ანებეს და მოსისხლე მტრებზე გაყიდეს, —- ქვეყნიდან დამაჯერებლად გაიქცნენ, ხოლო დარჩენილებმა სამოთხე-სამშობლოში ნიგერიელების, ჩინელების, ირანელების და არაბ–თურქების ჩამოსახლება დაიწყეს, – ახალგაზრდობა გეი-ნარკო კლუბებში შერეკეს და ამაში დიდი მაყუთები მოხსნეს, – უმწიფარი ქალიშვილები კახპობაში დაახელოვნეს და შემოსახლებულებს ლოგინში შეუგორეს, —საჯიშე ვაჟები გაანარკომანეს, — ცალი პირით სამშობლოს და წინაპრების სადღეგრძელოები სვეს, ხოლო მეორეთი მათი საქმეები აბუჩად აიგდეს, — დიდი წინამორბედები შვილებს დაავიწყეს და მათი სახეები პრეზერვატივებზე მიუხატეს, —ქვეყნის ღალატში ერთმანეთს გაეჯიბრნენ და ყველა მტრის ჰონორარები შეირგეს, — მომაკვდავ სამშობლოს არ გამოესარჩლნენ და ენა მუცელში ჩაიგდეს, —- ეროვნულობა შემოსავლის წყაროდ აქციეს და ნამდვილად ეროვნულები დახოცეს. —სამშობლო ჭამეს, სვეს, სუფრებზე ნაირ–ნაირ კერძებად ჩამოატარეს და როცა საბოლოოდ დაიმხვეს თავზე დავიწყებულ წინაპართა ნამემკვიდრალი— აწუწუნდნენ… ახლაღა გაახსენდათ პრეზერვატივზე მიხატული ამაგდარები და აღმოაჩინეს, რომ მათი აღარაფერი შერჩენოდათ… ხიდისგან, რომელიც ნამდვილ საქართველოსთან აკავშირებდათ, ნატამალიც არ იყო დარჩენილი, რადგან მისი ქვებისგან სახლები ჰქონდათ აშენებული და ოჯახებიანა შიგნი ცხოვრობდნენ… 152 2-ს მოსწონს
|