x
image
თამილა გურაშვილი
"..დიტო სამხარაძემ ერთგული ადამიანები უკანა პლანზე გადასწია და ნაცები ჩასვა სიებშიო..."

image
სოციალურ ქსელში დიტო სამხარაძის მოწოდებას ოცნების მხარდამჭერ, "უღალატო ჯარისკაცებისადმი" დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ოცნების საკადრო პოლიტიკის გამო უკმაყოფილო მხარდამჭერები თვით დიტო სამხარაძის ფეისბუქის გვერდზე უამრავ კომენტარს წერენ და ადანაშაულებენ მას ნაცების მხარდაჭერაში.

ამ ფაქტს ცნონილი ჟურნალისტი, დარეჯან მეფარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასე ეხმაურება და წერს:- "ცოტა ხნის წინ გავაზიარე "ოცნების" რეგიონების კურატორის (ზუსტად არ ვიცი დასახელება) დიტო სამხარაძის ფბ.სტატუსი ("ალიამ" დადო), სადაც სამხარაძე "უღალატო ჯარისკაცებს" მოუწოდებს" "იმათ, რომლებსაც სხვადასხვა ჩატებში ნაცების შპიონები სისულელეებს აწერინებენ, გთხოვთ ყურადღება არ მიაქციოთ!"...
ძალიან საინტერესო კომენტარი წავიკითხე ამ თემაზე, აქვე, ჩემთან, ბმულზე და ჩავთვალე სტატუსად გამომეტანა:
"მოდი და ნუ გაგეცინება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს სწორედ დიტო სამხარაძის მიერ ხდებოდა ნაცების ჩასმა პარტიულ სიაში, ყველა რაიონის სიის ხუთეულში მეოთხე ადგილი ნაცის იყო. თან როგორი განმარტება მოყვებოდა, ხელშეუხებელია გადანაცვლებას არ ექვემდებარებაო. ვინ გაბედავდა და შეეხებოდა. ჩამოვთვალო რამდენი რაიონებიდან მირეკავდნენ და მწერდნენ? გაკვირვებული მეკითხებოდნენ რა ხდება იქნებ თქვენ აგვიხსნათო.ეს დიტო ვის მხარეზეაო? ყველა ეთგული ადამიანი უკანა პლანზე გადაწიეს და ნაცები ჩაისვა სიებშიო. კონკრეტულად სამტრედიის რაიონის მაგალითს გეტყვით, სადაც მეოთხე ნომრად მწარე ნაციონალი ვინმე ზაქრაძე ყავდა ჩასმული უჩა მამაცაშვილის სახელით.უჩას კაცია და ხმა არ ამოიღოთო. აწრიალდა ოცნების ე. წ. "ჯარისკაცები" კი არა, მართლა ის ხალხი 2011 წლის 7 ნოემბრიდან ბიძინას გვერდით დადგომა რომ არ შეშინებია. სამსახურში მაკითხავდნენ გამწარებულები. იმდენად აღშფოთებულები, რომ ძალიან ცუდად მოიხსენიებდნენ უჩა მამაცაშვილს. მეც გამიკვირდა, ვერ დავიჯერებ უჩა ასეთ საქმეებში ერეოდესთქო. ჩემის მხრიდან არასწორი საქციელი იქნებოდა ეს რომ არ გამერკვია. უჩას დას მივწერე ასეთი ამბებია სამტრედიაში და არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ყველაფრის უკან უჩა დგას, მან უნდა იცოდეს მისი სახელით რას აკე
თებენთქო. ცოტა ხანში პასუხიც მივიღე: კატეგორიულად გააფრთხილე ყველა, ვინც კი ჩემს სახელს ბოროტად იყენებს სიიდან ამოიღონ ადამიანი, რომელსაც არც ვიცნობ და ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ მაქვსო. ნუ მაიძულებენ მე ჩავერიო, თორემ ცუდად ჩავერევიო. უჩას პასუხი ყველას გავაცანი, მაგრამ ზაქრაძე ისევ სიაში იყო. ვიდრე თავად არ დავურეკე დიტო სამხარაძეს, ვიდრე სიტყვა სიტყვით არ გადავეცი რაც შემოთვალა უჩა მამაცაშვილმა ის ზაქრაძე სიიდან არ ამოიღეს. ნაციონალების შპიონებში რომ არ მოვიაზრები ამის ახსნა არ გჭირდებათ. ყველა ძალიან კარგად ხედავდა თუ როგორ ხდებოდა ბიძინას ერთგული ხალხის გარიყვა და მათ ადგილზე ნაცების ჩანაცვლება."

2
438
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
438
  
2018, 31 ივლისი, 16:08
თვითმმართველობის არჩევნების წინ რომ დამიბარა დიტო სამხარაძენ ცენტრალურ ოფისში და საყვედურებით ამავსო რბილად რომ ვთქვა, რატომ გგონია სიებში ნაცები არიან მითომო ჩემი პასუხი იყო , რომ არა მარტო ნაცები , მედროვეებით არის სიები სავსე და მოდი გავიაროთ სათითაოდ თქვა. მოკლედ დავწერ , რომ ხსენებულ სიებში ეწერა და ეხლა უკვე საკრებულოს წევრები არიან "ქართული ოცნების " კონფერენციის რამდენჯერმე დამრბევი , საეჭვო წარსულის პიროვნებები , მაჟორიტარის შვილის მწვრთნელი , სამეგობროდან არჩეული ნაკრები მოკლედ. ბატონმა დიტომ განგვიმარტა , რომ მათ სწორება პრემიერ კვირიკაშვილზე ქონდათ და სიებს ალავიძე ადგენდა. მეტს აღარ გავაფრძელებ, . სადაც საჭიროა იქ ვიტყვით მალე ყველაფერს და არა მარტო მე. მიზანმიმართულად რომ მოხდა "ქართული ოცნების " რეიტინგის დაცემა და პარტიის ძველი წევრების იგნორირება ესეც სახეზეა. ორი დღის გაწევრიანებული ადამიანი , რომ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დანიშნეთ ესეც ხომ ფაქტია.პარტიის სიებს ეძებს დღემდე და ვერ უნახია. აბა ვინ მისცა ხმა საინტერესოა. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან ბავშვურად სასაცილოა ჩვენი დაბლოკვა :).და მითომ ნაციონალებთან ახლობლობა :)
2018, 30 ივლისი, 20:15
რეგიონების ხელმძღვანელი პარტიაში, დიმიტრი სამხაარძე ვის გულისხმობს ჩვენ ვართ ნაციონალებთნ დაახლოვებუნი?! ჩვენ გვალაპარაკებენ ნაციონალები ?! ცოტა ახლო-ახლოს მაინც ისაუბრეთ:) ნაციონალების გაპრავება მისი წყალობით მოხდა ,მან ჩაგვანაცვლა 2012 წლის მებრძოლები ნაცებით! დღესდღეობით კასპის რაიონულ ორგანიზაციას აღმასრულებელი მდივანი ფაშისტი ნაცი რომ ჰყავს მან დანიშნა! (ნარკოლოგიური შემოწმება რატომ გადაიფიქრედ მისი?... ნასაამრთლევობა, ყოველ თვე ცოლ-ქმარს 2012 წლამდე აღებული პრემია-დანამატები თანამდებობაზე, გამზრდელ დეიდას როგორ შეჰქონდა გაყინული ხორცი ბაღებში? ციხიდან გამოსვლისთანავე როგორ ასაქმებთ?:) ადმინისტაციის უფროსობიდან აგდებთ ოცნებას და აბრუნებთ კვლავ ძველ ნაცს...სუსშიც 2012 წლამდე ბიძინას ვინც პირში გვიგინებდა იგივე კადრებს ეყრდნობით და ,,ჩვენებად" მოიხსენიებთ. უსაქმებთ სხვადასხვა თანამდებობებზე ოჯახისწევრებს...რომელი ერთი ჩამოვთვალო! ჩვენ ვართ ნაცებთნ დაახლოვებული ჯგუფი?:) რა უსუსური ბრალდებაა. ძალიან კი უნდა სხვა პარტიაში გადავიდეთ მოგვიწოდებდა კიდეც , მაგრამ ვერ მივართვით. მოვახსენბთ ბატონ ბიძინას რის სანაცოდ ,,აპრავებს" ნაცებს! რაც ჩვენ გადავიტანეთ, ღმერთო! დევნა , მუქარა, შანტაჟი . 4 ნიღბიანი ზონდერი დამესხა თავს უმოწყალოდ გამისწორდნენ 2012-ში , 12 მეტროზე გვათრიეს მე და ჩემი ყოფილი მეუღლე! მის შემდეგ სწორედ იმ აქტიურობისთვის ვიდევნებით დაწინაურებული ნაცების მიერ! რას წერს არ სცხვენია? საკუთრ,,კოოპერატივად "გადააქცია ჩვენი პარტია ვინ ამოიღებს ხმას მისი შიშით! მეჯვარე ხომ გოგაშვილია ! ჩურჩულით გიყვარდეს, ყველა გვესაუბრება მის ,,საგმირო" საქმეებზე. იქვე გვარიგებენ , რომ მას მოვერიდოთ ძალაინ საშიშიაო. გცხვენოდეთ დიმიტრი! ისეთი რამ არ უნდა გვაკადროთ რაც არ გვეკადრება! შეეგუეთ იმას რომ მალე ჩამოგაცილებთ პარტიას რომელიც საკუთარ შეპესედ გაიხადეთ! უჩვენოდაც (გამოგითხარეს ძირი) მოგიშორებენ რომ იცდეთ!რატომ დაგვბლოკეთ თვენს პირად გვერძე 2011-12 წლის მებრძოლები ერთმანეთის მიყოლებით, კრიტიკას ვერ უძლებთ ბატონო დიტო? თვენ გაქვთ თმენის ვალდებულება დაგავიწყდათ?!
0 1 2