x
image
თამილა გურაშვილი
ვალერი კვრაცხელიას მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

image
"ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს
(ღია წერილი)

ბ-ნო ბიძინა, აშკარაა, რომ საქართველოში უკვე დაიწყო უმართავი პროცესები, რომლის წარმმართველი პოლიტიკური ძალა ფაშისტი ნაციონალები არიან.

თქვენ, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ვალდებული ხართ სასწრაფო ზომები მიიღოთ ამ საშინელი პროცესის შესაჩერებლად, ვინაიდან ეს სწორედ ის პროცესია, რომლის არსებობის გამოც საქართველოს პატრიარქმა, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე იგი ასე საყოველთაოდ ხილულ სახეს მიიღებდა, საქართველო კლდიდან დაგორებულ ლოდს შეადარა.

თქვენ თუ დავალება გაქვთ მიღებული, რომ ხელისუფლება კვლავ ნაციონალებს გადააბაროთ, იცოდეთ, ამ ვერაგობას ქართველი ხალხი არასოდეს გაპატიებთ, ვინაიდან ეს ამბავი საქართველოს გარდაუვალ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანს.


პროცესი, რომელიც ახლა რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარეობს, როგორი სამართლიანი საპროტესტო შინაარსითაც არ უნდა იყოს შეფუთული, სინამდვილეში უკვე დაწყებული სახელმწიფო გადატრიალებაა, რომელშიც ღიად მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა", ტელეკომპანია "რუსთავი 2" და მათ მიტმასნილი ვაიპოლიტიკოსები.

ვინაიდან თქვენს ხელისუფლებაში არ მოიძებნება თუნდაც ერთი ოდნავ ავტორიტეტული პიროვნება, პირადად თქვენ უნდა მიბრძანდით რუსთაველის პროსპექტზე და პირობა დადოთ შვილმკვდარი მშობლების წინაშე, რომ ისინი უახლოეს მომავალში სამართალს იპოვიან. თან უნდა თხოვოთ მათ, რომ გაემიჯნონ ამ პოლიტიკურ შულერებს, ამ ფაშისტებს, რომელთა ხელისუფლებაში მობრუნება ასჯერ და ათასჯერ გაამრავლებს შვილმკვდარ მშობლებს.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გამწარებული ადამიანები ნდობას გამოგიცხადებენ, მაგრამ იქნებ მოხდეს სასწაული. თქვენ ეს უნდა სცადოთ, რადგან სასწორზე არამარტო თქვენი კაპიტალის, არამედ თქვენი სამშობლოს ბედიც დევს.

თქვენ იქნებ რამე სახის გარანტია გაქვთ მიღებული, მაგრამ გახსოვდეთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ წყეული ნაციონალების მიერ მოცემულ გარანტიას ამერიკელების მიერ მოცემულ გარანტიაზე ნაკლები ფასი აქვს, ხოლო ამერიკელების მიერ მოცემულ გარანტიას ამ წყეული ნაციონალების მიერ მოცემულ გარანტიაზე ნაკლები ფასი აქვს."- ვალერი კვარაცხელია

5
572
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
572
  
2018, 4 ივნისი, 12:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 4 ივნისი, 2:29
არანაირი ნაციონალები არ მოვლენ. ახლა ბიძინამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ უნდა მისცეს ხალხს მეტად გაღიზიანების და გაბრაზების საბაბი. ძალიან რაციონალურად იქცევა ბიძო. საღოლ. რაც შეეხება კვარაცხელიას - მტრის აგენტია და ამას არც მალავს.
2018, 4 ივნისი, 0:19
ავაზაკია და გეზს მიჰყვება...
2018, 3 ივნისი, 23:32
გულისამრევი არამზადა ივანიშვილს იდიოტურ სვლებს სთავაზობს....
2018, 3 ივნისი, 23:18
ნაძირალა რუსეთის ღია აგენტი, ეს ხმას საერთოდ როგორ იღებს?
ამისი და ამისთანების კისერზეა ეროვნული ხელისუფლების გადაგდება და სამოქალაქო ომი, რომელმაც დაანგრია საქართველო და ჯერაც მის შედეგებს ვიმკით.
ციხეშია ამ მოღალატის ადგილი და არა ცივილურ საზოგადოებაში.
0 1 5