საქართველო "მანანა ბერიკაშვილი და დიმა ხვთისიაშვილი მსახიობების ფულს იპარავენ"-გურამ ბრეგაძე 2018, 25 მარტი, 20:07 რუსთავის თეატრის რეჟისორი, გურამ ბრეგაძე კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანს, მანანა ბერიკაშვილს და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელს, დიმა ხვთისიაშვილს ფულის უკანონო მითვისებასა და კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
"ჩვენ არ ვიყავით მანანა ბერიკაშვილივით და დიმა ხვთისიაშვილივით მდიდრები, ჩვენ ფულს არ ვაკეთებდით"- განაცხადა რუსთავის თეატრის სცენიდან რეჟისორმა გურამ ბრეგაძემ.
სპექტაკლ "ელისაბედ, ელისაბედის" დამთავრების შემდეგ ასეთივე შინაარსის განცხადება გააკეთა სცენიდან ბრეგაძემ“რისთვისაც რუსთავის მერიის წარმომადგენლებისა და თეატრალური საზოგადობის წევრებისგან მიიღო შენიშვნები.
თუმცა რეჟისორი გურამ ბრეგაძე ფარ-ხმალს არ ყრის და ასეთი შინაარსის პოსტს წერს ფეისბუქის გვერდზე: -"არ დავწყნარდები, სანამ ვირთხებს თავებს არ დავაძრობ, სიმართლე იზეიმებს! "
382 2-ს მოსწონს
|