x
image
natia.a
"მანი ფაფა" - იცით სინამდვილეში რისგან მზადდება იგი და მართლა სასარგებლოა თუ არა?
image


მანის ფაფა უმრავლესობისთვის ბავშვობასთან ასოცირდება - ბევრი სიამოვნებით, ბევრი კი მშობლის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად ძალით მიირთმევდა. "ერთი კოვზი დედიკოს ხათრით, ერთიც მამიკოს... კიდევ ერთიც და დიდზე დიდი გაიზრდები, " - ალბათ ყველა დედას უთქვამს ეს სიტყვები თავისი პატარასთვის. მაგრამ მართლა ასეთი სასარგებლოა თუ არა მანი? ამას ქვემოთ გავაანალიზებთ.


როგორ მზადდება მანანის ბურღული




image

მანის ფაფა - ეს ერთ-ერთი იმ პროდუქტთაგანია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი 100%-ით ითვისებს, რაც განპირობებულია იმით, რომ მანანი წარმოადგენს წვრილად დაღერღილ ხორბალს. სპეციალური დანადგარების საშუალებით ხორბალს ღერღავენ ძალიან მცირე ზომის, დაახლოებით 0, 5 მმ დიამეტრის მარცვლებად, აცლიან გარსს და ცრიან.

იმის მიხედვით, თუ რომელი ჯიშის ხორბალი იქნა გამოყენებული, მანანის ბურღულიც სხვადასხვა კატეგორიის მიიღება. როგორც წესი, ბურღულის შეფუთვაზე მითითებულია ხორბლის რბილი ჯიშებისგან არის დამზადებული პროდუქტი თუ მაგარი ჯიშებისგან. შეიძლება ასევე ამ ორი კატეგორიის ნაზავსაც ჰქონდეს ადგილი.


მანანის ყოველ სახეობას სპეციფიკური თვისებები გააჩნია, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია მომზადების დროს.


image


რბილი ჯიშებიდან მიღებული ბურღული თეთრი ფერისაა და გაუმჭვირვალე სტრუქტურა ახასიათებს. ხარშვის დროს მარცვლები მნიშვნელოვნად ფუვდება და ზომაში იმატებს, მიღებული ფაფა კი ერთგვაროვანი კონსისტენციის გამოდის. ასეთი ბურღულის გამოყენება უმჯობესია მუსების, ნამცხვრების, დესერტების მოსამზადებლად. ზოგიერთი ფაფისთვისაც სწორედ ამგვარ ბურღულს ანიჭებს უპირატესობას.

მაგარი ჯიშებისგან მიღებული ბურღული მოყვითალო და ნახევრად გამჭვირვალეა. მისგან მომზადებული ფაფა უფრო არაერთგვაროვანია და ნაკლებად იზრდება ხარშვისას, მაგრამ უფრო გემრიელია. ასეთი მანის გამოყენება რეკომენდებულია ისეთი დესერტებისა თუ ნამცხვრებისთვის, რომლებმაც ფორმა უნდა შეინარჩუნოს: პუდინგები, ოლადები და ა.შ.

შერეული ჯიშების ბურღული კი, როგორც წესი 80% რბილ და 20% მაგარი ჯიშის ღერღილს შეიცავს.


მანანის ბურღულის შემცველობა


image


ქიმიური შემადგენლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ მანანის ბურღულში სახამებელი 70%-ია, ცილა - 10%, ცხიმი - 1%, წყალი - 14%, ბოჭკოვანა - – 3, 6%, ნახშირწყლები – 71%.

ამას გარდა მანი შეიცავს მინერალებს: კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, ქლორს, გოგირდს, თუთიას, და В, РР, Е ჯგუფის ვიტამინებს. ბოჭკოვანას მცირე და სახამებლის დიდი რაოდენობით შემცველობა ხელს უწყობს მანანის გლიკემიური ინდექსის ამაღლებას 65 ერთეულემდე.


მანანის ფაფა ბევრი სამკურნალო დიეტის მენიუში შედის:


image

გამოიყენება უმეტესად ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის დროს, დასუსტებულ და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პაციენტებში. მანი წმენდს ნაწლავებს, გამოაქვს ცხიმი, ტოქსინები და ლორწო. საჭმლის მომნელებელ ორგანოებში მანის ფაფა ხსნის სპაზმს და ანელებს ტკივილს.

ნაწლავზე არსებულ მიკროსკოპულ ბზარებზე მანანი შემახორცებელ ეფექტს ახდენს, ამიტომ ძალიან ხშირად უნიშნავენ მას წყლულით, გასტრიტით და კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიებით დაავადებულებს.

დასუსტებულ ადამიანებს მანი ძალას მატებთ, აქვეითებს კუჭზე ზეწოლას, ხოლო მათ, ვისაც მცირე წონა აქვთ, ეხმარება მომატებაში.

შესაძლოა, უცნაურადაც ჩანდეს, მაგრამ მანი ცხიმების დაწვაშიც გვეხმარება. გასახდომად წყალზე მომზადებული მანი უნდა მიირთვათ 3-ჯერ დღეში (ცხადია, შაქრისა და ცხიმის გარეშე). დილით შეიძლება ხილიც დაამატოთ.

მანის ფაფა ნაჩვენებია ასევე თირკმლის უკმარისობისა და თირკმლის სხვა დაავადებების დროს, როცა პაციენტის რაციონიდან ამოღებულია ცილები.

ხანშიშესულ ადამიანებში მანანის ბურღული ნაწლავში ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენისა და სისხლის უჯრედების დემინერალიზების პროფილაქტიკას ახდენს.

თუმცა ეს ყველაფერი არ ნიიშნავს იმას, რომ მანი ცალსახად სასარგებლო პროდუქტია!


image

მანანის ბურღულს ძალიან ბევრი მინუსი აქვს:


რამდენადაც მანანი არის ყველაზე წმინდად დაღერღილი ხორბალი, ამგვარი დაღერღვის პროცესში მარცვალი კარგავს მთელ თავის ძირითად სასარგებლო ნივთიერებეს და რჩება მხოლო კალორიები. ამიტომ მანანი, სხვა მარცვლეულისგან განსხვავებით, არც ისე სასარგებლოა.

მანი ხდება ყაბზობის მიზეზი, რადგან მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით წებოვანა და მინიმალური რაოდენობით ბოჭკოვანაა, რაც უარყოფითად აისახება საჭმლის მონელებაზე.

ბევრ ადამიანს აქვს ალერგია გლუტეინზე, იგივე წებოვანაზე, რომლითაც მანი ასეთი მდიდარია, ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის მანანის მიღება დაუშვებელია.

მოხარშული მანანის ბურღული მოხარშული ფქვილის ანალოგია და კალორიულობაც შესაბამისი აქვს. წონაში მატებისგან თავის დასაღწევად, ამ პროდუქტის მოყვარულებმა მანი წყალზე უნდა მოამზადონ, ყოველგვარი შაქრისა და ცხიმის გარეშე.

სახამებელი, რომელსაც მანი შეიცავს, უკიდურესად ნეგატიურად აისახება ასთმითა და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებებით დაავადებულთა ჯანმრთელობაზე. როგორც ექმები ამბობენ, მანანის მირთმევისგან თავი უნდა შეიკავონ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი ტენიანობის ადგილებში, სადაც ფილტვებზე ზეწოლა ისედაც საკმაოდ დიდია.

იმის გამო, რომ მანანის ბურღული შეიცავს ფიტინს - კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის უხსნად წარმონაქმნს, ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისება ძნელდება. ვითარდება ამ ელემენტის ქრონიკული დეფიციტი, რასაც შედეგად მოჰყვება იმუნიტეტის დაქვეითება და ნერვული სისტემის მოშლა და გულის კუნთის მუშაობის შეფერხება. ბავშვებში კალციუმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და რაქიტი.



image

მანის ფაფა კატეგორიულად არ გამოდგება პატარა ბავშვების რაციონში. მასში არ არის საკმარისი რაოდენობით ვიტამინები და მიკროელემენტები. ამასთან, მანის ფაფამ ბავშვებში ჭარბი წონის დაგროვება შეიძლება გამოიწვიოს.

არ არის სასურველი მანანის გამოყენება არც ორსულ ქალებში. საქმე ის არის, რომ მანი ხელს უშლის რკინის შეთვისებას, რკინა კი, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია, რომელიც ორსული ქალის რაციონში უნდა ფიგურირებდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ მანი ძალიან დიდი რაოდენობით წებოვანას შეიცავს, პედიატრები ერთხმად აცხადებენ, რომ ეს პროდუქტი არ არის ბავშვებისთვის სასარგებლო, წლამდე ბავშვებისთვის ხომ საერთოდ უკუნაჩვენებია.


image

სხვა მარცვლეულებთან შედარებით მანანის ბურღული საკმაოდ ღარიბია ვიტამინებითა და მინერალებით. მის შემადგენლობაში არსებული გლუტეინი კი ცუდად მოქმედებს ბავშვის საჭლის მომნელებელი ტრაქტის კედლებზე და აზიანებს თხელ ნაწლავს. წლამდე ბავშვებში მანის ფაფამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ყაბზობა ან პირიქით, დიარეა.

თუმცა, თუ ბავშვს ძალიან უყვარს ეს პროდუქტი, რაციონიდან მანის კატეგორიულად ამოღება არ არის აუცილებელი. სასკოლო ასაკის ბავშვებს ზოგჯერ შეუძლიათ მანი მიირთვან დილით, რაციონის მრავალფეროვნებისთვის.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. სახიფათოა თუ არა ახალი კარტოფილი - ეს ბევრმა არ იცის!

image


2. რომელი ბრენდის პაკეტის ჩაია ყველაზე ხარისხიანი - ექსპერტიზის შედეგებიimage


3. რომელი ნაყინია ყველაზე ნატურალური - რა აჩვენა ექსპერტიზამimage


4. არასოდეს დაუშვათ ეს შეცდომა მაკარონის მომზადებისას, თორემ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს!image

5. როდის არ უნდა მივირთვათ მარწყვი - ეს ყველამ უნდა იცოდეს!image


6. შეწყვიტეთ შვრიის ფაფის ჭამა დილაობით! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!image

7. იცით რომელია ნამდვილი არაჟანი? - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!image


2
2762
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2762
  
2018, 22 ივნისი, 11:17
კიი, მახსოვს, თან ვერ ვიტანდი :))
2018, 21 ივნისი, 23:52
არადა ჩვენ ბავშვობაში საბავშვო ბაღებში შეუცვლელი საკვები იყო...
0 1 2