x
image
ლურჯი თოლია
თანამედროვე კონკიები ანუ ჩვეულებრივი გოგონები, რომლებმაც პრინცებზე იქორწინეს (ნაწილი 1)

21-ე საუკუნეში კონკიას ისტორია ზღაპრის საზღვრებს გასცდა და რეალობაში გადაინაცვლა. თანამედროვე პრინცები უკვე სიყვარულით ქორწინდებიან და არა სტატუსის მიხედვით, რამაც ბევრ უბრალო ოჯახში გაზრდილ გოგონას გაუღო სხვადასხვა სასახლის კარი.

image

წარმოგიდგენთ ჩვეულებრივ ოჯახში დაბადებულ გოგონებს, რომლებმაც პრინცებზე იქორწინეს.

ჰოლანდიის დედოფალი მაქსიმა - Máxima Zorreguieta Cerruti დაიბადა არგენტინაში, მრჩევლის და საზოგადო მოღვაწის ოჯახში. 2002 წელს იქორწინა ჰოოლანდიის პრინც Willem-Alexander-ზე, 2013 წელს კი გახდა ჰოლანდიის დედოფალი. მას 3 ქალიშვიილი ჰყავს. მისი უფროსი ქალიშვილი კი ტახტის მემკვიდრეა.

image

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია - Letizia Ortiz Rocasolano დაიბადა საშუალო ფენის ოჯახში და მუშაობდა ჟურნალისტად. ის დაქორწინებული იყო Alonso Guerrero Pérez-ზე, თუმცა ქმარს 1 წელიწადში დაშორდა. 2003 წელს კი გაიცნო ესპანეთის პრინცი და ტახტის მემკვიდრე - ფილიპე, რომელზეც 2004 წელს იქორწინა, მიუხედავად მაშნდელი მეფე-დედოფლის წინააღმდეგობისა. წყვილს 2 ქალიშვილი ჰყავს. 2014 წელს კი ლეტიცია ესპანეთის დედოფალი გახდა. ის პირველი არადიდგვაროვანი დედოფალია ესპანეთში.

image

image

გვირგვინოსანი პრინცესა მარი - Mary Elizabeth Donaldson დაიბადა 1972 წელს ავსტრალიაში, საშუალო ფენის ოჯახში. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი სამართალში და ასევე, მარკეტინგში. მუშაობდა პარიზში. 2000 წელს გაიცნო დანიის პრინცი და ტახტის მემკვიდრე - ფრედერიკი. მალე მარი კოპენჰაგენში გადავიდა საცხოვრებლად და ისწავლა დანიური. 2004 წელს დანიის პრინცთან ქორწინებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მედიამ ეს ქორწინება შეაფასა, როგორც "ზღაპარი". წყვილს 4 შვილი ჰყავს. ერთ დღეს კი მარი დანიის დედოფალი გახდება.

image

გვირგვინოსანი პრინცესა მეტე-მარიტი - Mette-Marit Tjessem Høiby დაიბადა 1973 წელს ჟურნალისტის ოჯახში, ნორვეგიაში. გარდა იმისა, რომ ის არ იყო დიდგვაროვანი, ასევე იყო მარტოხელა დედა არცთუ საამაყო წარსულით. მიუხედავად ამისა, 2001 წელს იქორწინა ნორვეგიის ტახტის მემკვიდრეზე. თუმცა წყვილის ნიშნობას 2000 წელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შეძლეს ყველა წინააღმდეგობის გადალახვა და ახლა 2 საერთო შვილთან ერთად მეტე-მარიტის უფროს ვაჟსაც ზრდიან. მომავალში მეტე-მარიტი ნორვეგიის დედოფალი გახდება.

image

ასევე დაგაინტერესებთ:

1. თანამედროვე ევროპელი მონარქების "შეუფერებელი" ცხოვრება

2. პრინცესა დაიანას 36 ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქი

0
96
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0