x
image
ლურჯი თოლია
ქალი პაოლო იაშვილი უკან - ვინ იყო ელენე დარიანი ?

image

ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც დარიანული ციკლის სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა რომ ეს პაოლო იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი იშვიათი ნიჭითა და შემოქმედებით ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა ქალურ ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და პაოლო იაშვილის ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა.


ელენე ბაქრაძე თბილისში 1897 წელს დაიბადა. ელენემ და პაოლო იაშვილმა ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს და მათ შორის მალე წარმოიშვა რომანტიული გრძნობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა. მათ გრძნობებზე ელენე ბაქრაძის არქივში შემორჩენილი პაოლოს წერილები მეტყველებენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანმა ოჯახი სხვა ადამიანებთან შექმნა, მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად პაოლო იაშვილს არასოდეს უსაუბრია იმაზე, ვინ იდგა და იდგა თუ არა ვინმე ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან, რაც თავიდანვე ართულებდა რეალური ავტორის იდენტიფიცირებას. დღესაც ქართული საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა : ერთნი ამტკიცებენ ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის იგივეობას და აქცენტს აკეთებენ დარიანის ფენომენზე, როგორც მანამდე უპრეცედენტო ლიტერატურულ მისტიფიკაციაზე ქართულ პოეზიაში. ხშირად საუბრობენ ასევე პაოლო იაშვილის არაჩვეულებრივ გარდასახვის ნიჭზე და უარყოფენ იმ საკამათო მოსაზრებასაც თითქოს ელენე ბაქრაძის ლექსებს პაოლო იაშვილი უკეთებდა რედაქტირებას და მერე ისე აქვეყნებდა.

0
244
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0