x
image
ლურჯი თოლია
როგორ შექმნა ღმერთმა ქალი - იგავი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

image

მეექვსე დღე იწურებოდა და სამყაროს შექმნა დასრულებული იყო, როცა ღმერთმა გადაწყვიტა შეექმნა ქალი. რამდენიმე საათის თავაუღებელი შრომის შემდეგ მასთან მთავარანგელოზი მივიდა და გაკვირვებულმა ჰკითხა:

- რატომ ხარჯავ ამდენ დროს მის შექმნაზე? ყველა სხვა არსება ხომ რამდენიმე წუთში შექმენი.

ღმერთმა ამოიოხრა და მიუგო:

- ეს უნიკალური არსება იქნება, რომელიც სამყაროში ჰარმონიას, სიყვარულს, სილამაზეს და მშვიდობას მოიტანს. დააკვირდი მისთვის დაგეგმილი სპეციფიკაციების ჩამონათვალს: 200-ზე მეტი შემადგენელი ნაწილი ექნება, მაგრამ მისი მოძრაობა გრაციოზული და დახვეწილი უნდა იყოს. იგი თავად იქნება საკუთარი თავის მკურნალი და მასთან ახლოს მყოფ ადამიანებსაც შეუმსუბუქებს ტკივილს. სუსტი იქნება, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში შეძლებს დღე-ღამეში 18 საათიც კი იმუშაოს. მას მხოლოდ 2 ხელი ექნება, მაგრამ, შეძლებს ყველა ახლობელ ადამიანს მოხვიოს, თან ისე, რომ თითოეულს სიყვარული და ზრუნვა არ მოაკლოს, შეუმსუბუქოს ფიზიკური და სულიერი ტკივილი."

ანგელოზმა ყურებს არ დაუჯერა:

– და ეს არის სტანდარული კომპლექტაცია? ამას ხომ მთელი კვირის მუშაობა დაჭირდება!

– არა, – უპასუხა ღმერთმა, – ყველაფერს დღეს მოვრჩები, და ეს ჩემი საყვარელი ქმნილება იქნება.

ანგელოზი არ შეეწინააღმდეგა, უბრალოდ მივიდა და შეეხო ღმერთის ბოლო ქმნილებას.

– როგორი რბილი და ნაზია!

– დიახ, – შესძახა ღმერთმა, – მაგრამ ამ სინაზეში ისეთი ძალა და გამძლეობა იმალება, როგორსაც ვერც კი წარმოიდგენ. დიდი ხანი ვფიქრობდი როგორ გამეერთიანებინა სისუსტე, სილამაზე და ძალა და ბოლოს ვიპოვე გამოსავალი - რადგანაც ყველა დანარჩენი პროექტი უკვე დასრულებულია, ამ თვისებებს ქალში გავაერთიანებ.

– ნუთუ ყოველივე ამასთან ერთად ეს არსება მოაზროვნეც იქნება? – დაჯერება უჭირდა ანგელოზს.

– მოაზროვნეც, მშვენიერიც და მგრძნობიარეც, – მიუგო ღმერთმა.

ანგელოზმა აღფრთოვანებით შეხედა ქალს.

– მართლაც ლამაზია. ყველაზე ლამაზი შენს ქმნილებებს შორის.

მთავარანგელოზი ქალის სახეს შეეხო:

– მგონი წყალი სდის...

– წყალი კი არ სდის, – გაეცინა ღმერთს. – ეს ცრემლებია. მათ ტკივილის, მოწყენილობის, მარტოობის, ტანჯვის დროს დაღვრის.

– ღმერთო, შენ ყველაფერი გათვალე. ქალი მართლა მშვენიერი გამოვიდა!

– დიახ! – აღფრთოვანებას არ მალავდა თავად ღმერთი. – ის შესანიშნავია. იგი სამყაროს სილამაზით აავსებს, მისი ძალა კი მამაკაცსაც გააოცებს. მასში თავმოყრილი იქნება ყველაფერი - შეძლებს გაიღიმოს მაშინაც კი, როცა ტირილი ენდომება, შეძლებს დაეხმაროს სხვას მაშინაც კი, როცა თავად დასჭირდება დახმარება.

ანგელოზი მოხიბლული უყურებდა ქალს. ღმერთმა კი ამოიოხრა:

– სამწუხაროდ, საბაზისო კომპლექტაცია შეუძლებელია ერთი ნაკლის გარეშე, რომლის შეცვლაც მეც კი არ შემიძლია. მე შემვქმნი ამ ყველაფერს, მაგრამ ცნობიერების მართვა შეუძლებელია. ქალმა თავისი ნაკლი თავად უნდა გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მთელ ცხოვრებას გაუფუჭებს.

– რა ნაკლია ასეთი? – გაუკვირდა ანგელოზს.

– მას არ ეცოდინება საკუთარი თავის ფასი...

0
399
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0