საზოგადოება ნიგერიელმა მამაკაცმა მამა BMW-ში დამარხა 2018, 13 ივნისი, 11:54 ![]() მდიდარ შვილს, რომლის სახელია აზუბუიკე (Azubuike), გარდაეცვალა მოხუცი მამა. ადგილობრივების ინფორმაციით, იგი მამისთვის შეპირებული იყო სწრაფ ავტომობილს. მამა გარდაიცვალა მიყრუებულ ქალაქ იჰიალაში, ამის შემდეგ აზუბუკემ გადაწყვიტა, მამისთვის შეეძინა 66 ათას დოლარად ღირებული ავტომობილი და მასთან ერთად დაემარხა. ფოტოზე დაფიქსირებულია, თუ როგორ უშვებენ 2 მეტრის სიღრმის ორმოში BMW-ს. აღსანიშნავია, რომ BMW აღჭურვილია ნავიგატორით, რომელიც მიცვალებულს აპოვნინებს "მარგალიტის ჭიშკარს". ![]() სოფისო ინო მაჰაშინა წერს:"მაშინ უნდა ეყიდა ავტომობილი მამისთვის, როდესაც ცოცხალი იყო, თუ გაქვს ფული, ჩაგესვენებინათ ჩვეულებრივად სასახლეში, ამ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ სიბრიყვე და ყოყოჩობა". "უგნურება და ეგოიზმია, მიუხედავდ იმისა, რომ ეს თქვენი ფულია."-წერს სხვა მომხმარებელი. "აი რატომ არა აქვთ ფული შავკანიანებს" - წერს მესამე. 2015 წელს ნიგერიაში დიდი ხმაური გამოიწვია ანალოგიურმა ფაქტმა, როდესაც მილიონერმა ენუგუდანმა, საკუთარი დედა ახალთახალ "ჰამერთან" ერთად დამარხა. 86 8-ს მოსწონს
|