x
image
ვიზა კოხაძე
ნამდვილად იმყოფება თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე სასტიკად ნაწამები არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი? - დავით ქაცარავა ახალ ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელში

image

სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი და ანტისაოკუპაციო მოძრაობა " ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ფეისბუქის პირად გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ქართველ ჟურნალისტებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ღუდუშაურის კლინიკაში სამკურნალოდ შეყვანილი ასლან გენადის-ძე ჯიოევის ვინაობით და ასევე იმით, თუ რა დამსახურება მიუძღვის აღნიშნულ პიროვნებას საქართველოს წინაშე. სამოქალაქო აქტივისტი ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისი ინფორმაციით: - "მე გა­მაჩ­ნია უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ას­ლან ჯი­ო­ე­ვი შეყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში 7 ივ­ნისს და 9 ივ­ნი­სის დი­ლის 6 სა­ათ­ზე ჯერ კი­დევ იმ­ყო­ფე­ბო­და კლი­ნი­კა­ში. მე ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ვად­გენ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უცებ აღ­მოჩ­ნდე­ბა რომ პა­ცი­ენ­ტი ჯი­ო­ე­ვი არც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მო­თავ­სე­ბუ­ლი ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში! ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჯი­ო­ევს გა­აჩ­ნია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ფორ­მა­ცია ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და მისი „გა­მო­კი­თხვა“ რო­გორც მი­ნი­მუმ... და ერ­თიც - რა­ტომ არ სარ­გებ­ლობს სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ნის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა იმა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით, რო­გო­რიც აქვს ოს მო­სახ­ლე­ო­ბას ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ი­დან?"image

12 სთ.

#ძალაერთობაშია

10 სთ.

imageბოლო მიმართვა კი ქაცარავამ რამდენიმე საათის წინ გააკეთა და აი რას წერს ის ფეისბუქის საკუთარ გვერდე: - "

6 სთ. მეგობრებო!
თუ თქვენ ღუდუშაურის კლინიკაში ვინმე გეტყვით რომ ასლან ჯიოევი - ასეთი პაციენტი საერთოდ არც ყოფილა მიყვანილი საავადმყოფოში - არ დაუჯეროთ!!!ეს იქნება ტყუილი!!!!მე გამაჩნია უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ასლან ჯიოევი შეყვანილია კლინიკაში 7 ივნისს და 9 ივნისის დილის 6 საათზე ჯერ კიდევ იმყოფებოდა კლინიკაში.
მე ამ მტკიცებულებას წარმოვადგენ იმ შემთხვევაში, თუ უცებ აღმოჩნდება რომბპაციენტი ჯიოევი არც არასოდეს ყოფილა მოთავსებული ღუდუშაურის კლინიკაში!
ასევე დარწმუნებული ვარ, ჯიოევს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. საინტერესო იქნებოდა მისი „გამოკითხვა“ როგორც მინიმუმ...
და ერთიც - რატომ არ სარგებლობს საოკუპაციო ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა იმავე სამედიცინო მომსახურებით, როგორიც აქვს ოს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიიდან?
მადლობა ყურადღებისთვის
#ძალაერთობაშია!
ვინ იყო არჩილ ტატუნაშვილი? 1983 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე და თავისი ქვეყნის დიდი პარტიოტი, რომელიც ახალგორში დააკავეს, ტატუნაშვილს დე ფაქტო საგამოძიებო უწყებამ „გენოციდის" ბრალდება წაუყენა. როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს, ტატუნაშვილი დაკითხვაზე ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მას აჩვენეს მასალები, რომელიც მის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ამტკიცებდა. დეფაქტო ცხინვალი აღიარებს, რომ დროებით იზოლატორში გადაყვანისას ტატუნაშვილის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის გამოც მან მნიშვნელოვანი ტრამვები მიიღო და მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.image


1
144
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
144
  
2018, 10 ივნისი, 8:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1