x
image
ვიზა კოხაძე
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში და ეკა ბესელიას პასუხი შვილმოკლულ მამას - ზაზა სარალიძეს
image
მოგეხსენებათ, ხორავას ქუჩაზე ვერაგულად მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დღეს პარლამენტში ახლადშექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული, რომელიც ქუთაისში თავის ადვოკატთან ერთად ჩავიდა. მას გუშინ საკუთარ სახლში შეხვდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი კაპანაძე. შვილმოკლულმა მამამ თავიდანვე განაცხადა, რომ კომისიაში, რომელშიც ეკა ბესელია იქნება ჩართული, მონაწილეობას არ მიიღებდა.
ხმაურით და ურთიერთბრალდებებით დაიწყო კომისიის სხდომა, სადაც "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ "ქართული ოცნება" საკუთარი ამომრჩევლისადმი და მოსახლეობისადმი ღალატში დაადანაშაულა: - "... ამ კომისიის შექმნა არის ამ უმსგავსობის პიკი. ცინიზმს და უნამუსობას პარლამენტში არა აქვს საზღვარი და ვხედავ, რომ ეს საზღვრები გარღვეულია ამ თვალსაზრისით. ბატონო პროკურატურავ, იმის ნაცვლად, რომ თქვენ დაგებარებინათ ბოკერია და დაგეკითხათ, ახლა თქვენ აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში. მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას“ - თქვენ უკვე აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ პროცესში და ერთი პოლიტიკური ძალა გახდით, რადგან მკვლელებსა და სადისტებს ხელს აფარებთ. ეს კომისია არის ამის გვირგვინი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში არ დარჩება, ვერ იმუშავებს, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში" - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუდან გააკეთა დეპუტატმა და სხდომათა დარბაზი დატოვა.imageაი, რას აცხადებს სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძესთან პირველი შეხვედრის დროს: - "თქვენ იცით, რომ კო­მი­სი­ა­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა არის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა - „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს უმ­რავ­ლე­სო­ბა. არ მინ­და ეკა ბე­სე­ლი­ა­ზე ვი­სა­უბ­რო, მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ჩვე­ნი მხრივ, თქვენ­თან სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ ეს საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით". - გა­ნა­ცხა­და პარლამენტში ახლადშექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კა­პა­ნა­ძემ.

ზაზა სარალიძე კომისიიდან " ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის, ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს. როგორც მან " რუსთავი 2" - თან ინტერვიუში განაცხადა, ის აბსოლუტურ უნდობლობას უცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და საზოგადოებას მოუწოდებს, გადაახვიონ მისი და ეკა ბესელიას დებატები "რუსთავი 2" - ის გადაცემა "არჩევანში", სადაც ბესელია ზაზა სარალიძეს მის უკან მდგომ პოლიტიკურ პარტიაზე მიანიშნებს.
რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, მან სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთი სტატუსით უპასუხა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს:

Ekaterine Beselia 2 სთ.ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.ეს განცხადება, რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან! მე არცერთ ეთერში და მათ შორის რუსთავი 2 ის ეთერში სადაც თქვენც იყავით არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას .ნაც მოძრაობას რასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ! ძალიან უცნაურია იმ.კომისაში სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ევროპული საქართველოს, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას . ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის...image
1
578
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
578
  
2018, 13 ივნისი, 23:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1