x
image
_K_
10 სასარგებლო რჩევა გოგონებს ზაფხულისთვის
image

სტატიაში გოგონებს გთავაზობთ რჩვებსა და ხრიკებს, რაც ზაფხულს თქვენთვის უფრო მარტივს გახდის.





1. გამოიყენეთ საბავშვო ფხვნილი დეოდორანტის მაგივრად


სუნისა და სისველის თავიდან ასაცილებლად იღლიებზე შეგიძლიათ საბავშვო ფხვნილის წასმა სცადოთ. ის ნატურალური სიმინდის ფქვილისგანაა დამზადებული და სასარგებლო თვისებები აქვს.

შეგიძლიათ, საბავშვო ფხვნილი ფეხსაცმელშიც გამოიყენოთ, თუ ფეხები ადვილად გიოფლიანდებათ.


image








2. დაამაგრეთ ელასტიური რეზინები სათვალეებზე


გამაღიზიანებელი არაა, როცა სათვალე ადგილზე არ ჩერდება და მისი მუდმივად შესწორება გიწევთ?

აი, პრობლემის გადაჭრის გზაც: სცადეთ პატარა რეზინების მოთავსება სათვალის ბოლოებზე. ასე ის უფრო მჭიდროდ და მოხდენილად იქნება მორგებული თქვენს სახეზე.

image








3. ქოქოსის ზეთი


გინდათ აუზში ჩასვლა, მაგრამ გეშინიათ, რომ ქლორმა თმა არ გამოგიშროთ? გამოსავალი არსებობს: აუზამდე თმაზე ქოქოსის ზეთი წაისვით.

ეს თმას ბზინვარებასაც მოუმატებს და დაიცავს მას გაუხეშებისგან და გამოშრობისგან.

image








4. უფრო მუქი ტონალური ფუძე


ზაფხულში რუჯის მიღება გარდაუვალია; ყოველ ჯერზე ახალი, უფრო მუქი ტონალურის ყიდვა კი სულაც არაა კომფორტული.

შეგიძლიათ, ღია ფერის ტონალურს უბრალოდ liquid bronzer დაამატოთ და მასას მანამდე ურიოთ, სანამ თქვენი გარუჯული კანის ფერი არ გახდება.

image








5. ცივი ყავა


ცხელი ზაფხული ცივ სასმელებს მოითხოვს! რამდენ თქვენგანს გსიამოვნებთ დღის სასიამოვნო ცივი ყავით დაწყება? და რამდენ თქვენგანს უოცნებია, ბევრ ყინულს კოფეინის გემო არ გაექრო მასში? ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ, ჩვეულებრივი ყავა გაყინოთ და წყლის ყინულების ნაცვლად ის გამოიყენოთ ხოლმე.

image








6. მშრალი იღლიები


ჭარბი ოფლიანობა ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, განსაკუთრებით კი - ზაფხულში. თუ მკლავიან მაისურს ატარებთ და არ გინდათ, იღლიები დაგისველდეთ, მოათავსეთ ყოველდღიური საფენი მაისურის შიგნით.

image








7. წყალგაუმტარი ქეისი


თუ გსურთ თქვენი მობილური ქვიშისგან, მტვრისგან და წყლისგან დაიცვათ სანაპიროზე ყოფნის პერიოდში, მაშინ მოათავსეთ ის წყალგაუმტარ პაკეტში. რადგანაც ის თხელი და სუფთაა, მობილურის გამოყენებას ისე შეძლებთ, რომ არ ინერვიულებთ, მას რამე არ მოუვიდეს.

image








8. ალოე ვერას ყინული


ზოგჯერ შეიძლება მზეზე წოლის დრო უაზროდ დაკარგოთ, რადგან სასიამოვნო რუჯის მაგივრად მზის დამწვრობა მიიღოთ. კანის დამწვრობისთვის კარგი საშუალებაა ალო ვერას გელის გამოყენება. მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი საშუალებაა გელის ყინულის კუბიკებად გაყინვა და შემდეგ წასმა კანზე, ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ და თან, ძალიან ეფექტურია.

image








9. რა უნდა ქნათ, რომ არ ჩამოგიცურდეთ ბიუსჰალტერი


ბოლო წლების განმავლობაში უმხრებო და მხარმოშიშვლებული ზედები ძალიან ტრენდული გახდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ბიუსჰალტერის ზორტების გამოჩენა სულაც არაა მოდური. შეიძლება, ზორტების გარეშე სცადოთ მისი მორგება, მაგრამ იმ შემთხვევაში რას იზამთ, როცა ბიუსჰალტერი შეგაწუხებთ და მუდმივად ჩამოცურდება?

შეგიძლიათ, ის სპეციალური წებოთი დაიმაგროთ. თუ მას ვერ იპოვით, შესაძლებელია ქაღალდის წებოს გამოყენებაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სუპერ წებოსი! მის გამოყენებამდე იმაშიც უნდა დარწმუნდეთ, რომ წებო ალერგიას არ მოგცემთ.

კიდევ ერთი საშუალება მისაკრავი ბიუსჰალტერის გამოყენებაა, რომელიც უკვე საქართვლოშიც იყიდება.

image








10. "ქარგამძლე" კაბა


რამდენჯერ გქონიათ სიტუაცია, როცა კაბა იმის გამო არ ჩაგიცვამთ, რომ გარეთ ქარი იყო? ამ ხერხის გამოყენებით კი ამას უკვე თავისუფლად შეძლებთ.

მოათავსეთ მონეტები კაბის ჯიბეებში ან ნაკერებში ისე, რომ კაბა ისევ მოდური დარჩეს. ასე არასდროს აღარ აღმოჩნდებით მერილინ მონროს სიტუაციაში.

image




სასიამოვნო ზაფხულს გისურვებთ!








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 16 ხერხი ცხოვრების გასამარტივებლად

image



2. 10 ჭკვიანური ცხოვრებისეული ხრიკი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

image



3. როგორ მოვიშოროთ მწერები სახლიდან - 3 სასარგებლო და უსაფრთხო ხერხი

image



4. როგორ დავამზადოთ ფოტოს სადგამი მხოლოდ ქვისა და მავთულისგან

image



5. როგორ გადავიღოთ ვარსკვლავური ფოტო - 12 ხერხი

image









4
1901
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1901
  
2018, 10 ივნისი, 12:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 9 ივნისი, 0:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 8 ივნისი, 23:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 8 ივნისი, 14:01
აი წებოთი ბუსგალტერის დამაგრება უკვე ზედმეტია. ქალს თუ მკერდი არ გამოუჩნდა მიშტერებაზე ვინ უნდა დააჯარიმონ?კვირიკაშვილს უყურო?
0 1 4