სხვა ფოტოს სადგამის დამზადება მხოლოდ ქვისა და მავთულისგან 2018, 21 მარტი, 23:34 ![]() ამ ფოტოს სადგამის გაკეთებას ძალიან მარტივად და სრულიად უფასოდ შეძლებთ. შედეგად მიიღებთ ულამაზეს აქსესუარს, რომელიც დაამშვენებს თქვენს საოფისე მაგიდას.დაგჭირდებათ:➤ გლუვზედაპირიანი ქვები;➤ სპილენძის მავთული;➤ ბრტყელტუჩა;➤ აკრილის საღებავები;➤ ფუნჯი;➤ Mod Podge.![]() პირველ რიგში, ქვები უნდა შეღებოთ აკრილით. გაითვალისწინეთ, რამდენიმე ფენის გადასმა დაგჭირდებათ.![]() როცა საღებავი გაშრება, შეგიძლიათ, სურვილისამებრ მიახატოთ ქვას ორნამენტები.![]() იმისთვის, რომ საღებავი არ აიქერცლოს, გადაუსვით Mod Podge ან სხვა მსგავსი სითხე.![]() მავთული რამდენჯერმე შემოახვიეთ კალამს ან მარკერს.![]() შემოახვიეთ მავთულის მეორე ბოლო ქვას რამდენჯერმე, ისე, როგორც ქვედა ფოტოზეა.![]() მარტივად მოათავსეთ ფოტოები მავთულებს შორის.და სულ ესაა!![]() ![]() წარმატებებს გისურვებთ!128 2-ს მოსწონს
|