ქალი და მამაკაცი სასტიკად ნაცემმა მოდელმა მტკიცებულებად სელფი გამოიყენა,რამაც მისი სიცოცხლე იხსნა 2018, 6 ივნისი, 10:03
32 წლის მოდელი მარტა დოლაკი მისმა ყოფილმა საყვარელმა მაიკლ გუდვინმა ჯერ სასტიკაც სცემა, შემდეგ კი სახლში ჩაკეტა 20 საათის განმავლობაში.
მარტა დოლაკი და მაიკლ გუდვინი წელიწადნახევარი იყვნენ ერთად, თუმცა ერთ დღესაც მოდელმა გადაწყვიტა ბოიფრენდის მიტოვება, ეს რომ მან გაიგო ახალგაზრდა ქალი ჯერ სახლში ჩაკეტა, შემდეგ კი სასტიკად ცემა: "მან მითხრა, რომ ვერ მიმატოვენ და კარი ჩაკეტა"-იხსნებს მარტა. ცემის შემდეგ მარტამ გონება დაკარგა, როდესაც გრძნობაზე მოვიდა ნახა რომ სახე საშინლად ჰქონდა, გადაიღო სელფი და საუკეთესო მეგობარს გაუგზავნა. მეგობარმა მარტას მშობლებს აჩვენა ფოტო, მამა დაუყონებლივ პოლიციის განყოფილებაში წავიდა, ეს რომ გაიგო მაიკლმა ჯერ ბინიდან გაიქცა, შემდეგ კი გადაიფიქრა, უკან დაბრუნდა, გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა, თან მარტას აძალებდა, თქვი ვითომ კიბიდან გადმოვარდიო, რითაც ცდილობდა დანაშაული თავიდან აეცილებინა, მაგრამ გოგონამ სიმართლე მოუყვა ექიმებს. გოგონას მოტეხილი ჰქონდა ყბა, თავის ქალა გატეხილი და დაზიანებული ჰქონდა ცალი თვალი. მაიკლ გუდვინი მალე დააკავეს, სასამართლომ ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად გოგონას გადაღებული სელფი გამოიყენა.მაიკლს 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 428 8-ს მოსწონს
|