საზოგადოება ია მეტრეველი ზაზა სარალიძეს მოუწოდებს პოლიტიკური აქცია შეწყვიტოს (ვიდეო) 2018, 1 ივნისი, 18:53 . ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ არ მივიდა გუშინ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე. მისი თქმით, ზაზა სარალიძის მოთხოვნებმა შედეგი გამოიღო და საზოგადოება მის გვერდით დადგა:
.
"არ ვიყავი მიტინგზე მისული და არ ვიდექი შვილმოკლულ მამასთან, რადგან იქ ვიხილე სწორედ იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებმაც მომიკლეს შვილი და არა მარტო მე. უამრავი ახალგაზრდა უმოწყალოდ ჩახოცეს ქუჩაში. სწორედ ეს ხალხი დგას დღეს და ითხოვს სამართალს. იქ დგას "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც არის რევანშით შეპყრობილი. ეს არის მათი მიზანი, სააკაშვილის დიდი ხნის გეგმაა და სწორედ ამ გეგმის მიხედვით მიდის პროცესები. მე ძალიან გული მწყდება, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა ამ რევანშისტების გარემოცვაში.
.
პირველად დააყენეს მოთხოვნა პროკურორის გადადგომაზე, ვიხილეთ, რომ მთავარი პროკურორი მაშინვე გადადგა. ასევე მას პირადად ეახლა პრემიერ- მინისტრი და დაპირდა, რომ მყისიერად და სასწრაფოდ იქნება საქმე ბოლომდე მიყვანილი. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება კომისია და ამაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად დასჯილი იქნება ყველა.
.
საზოგადოებას გავახსენებ იმ დროს, როდესაც ჩვენ გაგვაუბედურეს. მაშინ პროკურორის გადადგომა კი არა, არც ერთ ადამიანს არ შეგვხვედრია არც პროკურორი და საერთოდ არავინ. იყო მუქარა და საშინელი ზეწოლის ქვეშ ვიყავით”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
.
.
მან იმ ბავშვების მშობლებს მოუწოდა, რომელთა შვილებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ, რომ „ნუ აფარებენ ბავშვებს ხელს და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა მკვლელობაზე სიმართლე დადგინდეს“.
392 შეფასება არ არის
|