x
image
ნინო დვალაშვილი
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის სულისშემძვრელი წერილი შვილს

image

ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ გარჩევას, ორი მოზარდის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და სამწუხაროდ, დამნაშავე ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა საზოგადოებას მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს, რადგან ის თვლის, რომ პროკურატურა დანაშავეს ხელს აფარებს. ამის გამო, 27 მაისს პარლამენტის წინ, ზაზა სარალიძე აქციის გამართვას გეგმავს: "რადგან უბრალო ადამიანი ვარ და არა ელიტის წევრი, ამიტომ გამწირეს უსამართლობისთვის! ამიტომ, გთხოვთ, ჩემსავით უბრალო ადამიანებს, დამიდექით გვერდით კვირას, საღამოს 7 საათზე. პარლამენტის წინ"- წერს სოციალურ ქსელში დავით სარალიძე.image
ალბათ, წარმოუდგენლად მძიმეა მისთვის ამის ატანა და ეს ფაქტი მის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ წრილშიც ჩანს : "როგორი ტკივილი ხარ მამიიი.როგორი დიდი ტკივილიიიი.და უფრო მეტი დიდი ტკივილი აქ დამიტოვე მამი, საჯაროდ მეუბნებიან მამი შენი მკვლელების დამფარავები რომ თურმე შედიან ჩემს მდგომარეობაში.ყოველი დღე ერთიდა იგივე ფიქრით იწყება მამი, ვცდილობ ის ტკივილი ვიგრძნო რა ტკივილიც შენ განიცადე მამი როდესაც სულს ებრძოდი.როდესაც თვალებით ეხვეწებოდი ექიმებს რო გადაერჩინე, როდესაც შენს ძმაკაცს უთხარი მამი მიშველეო.ვცდილობ ყველა ის ჭრილობა შევიგრძნო მამი რომლებიც შენ მოგაყენეს.რატო, რატო არ იბრძოლე მამი, რატო დაგვტოვე ასე გაურკვევლად ყველა. როგორ შედიან ჩვენს მდგომარეობაში როცა პირიქით წიხლს მაჭერენ და თვალებში ნაცარს მაყრიან მამი, ვერასდროს ვერავინ მიხვდება მამი რა ტკივილს განიცდიდი იმ ღვთისგან დაწყევლილ დღეს. მიყვარხარ მამი ძალიან მიყვარხარ და მენატრები.
დედაშენი ლოცულობს მამი მალე რო გნახოს, მეც მალე გნახავ მამი არ იდარდო ძალიან მალე გნახავ. ჯერ სამართალმა უნდა იზეიმოს მამი და მერე გნახავ.
მაპატიე შენს გვერდით რო არ ვიყავი მამი."image

0
662
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0