თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას 42 წლის სპეცრაზმელი, ივანე (ვანო) გოლოშვილი ემსხვერპლა. სპეცრაზმელი კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, იგი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მას ქალატვინის მძიმე ტრავმა და სარქვლების ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ივანე გოლოშვილს 28 წლის მეუღლე თამარ ხელაია და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, 3 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი. სპეცრაზმელი წარმოშობით დუშეთიდან არის და დედაქალაქში ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობდა.
გარდაცვლილის მეუღლე, თამარ ხელაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "ჩემი ქმარი გმირი იყო, მან თავისი სამშობლოსათვის თავი შესწირა, თავისი ხალხისთვის თავი შესწირა, მისი საყვარელი ცოლ -შვილი ობლად დაგვტოვა, მე სული მეწვის, საუკეთესო მეუღლე და მამა იყო, ის ყოველთვის ჩემთან იქნება, ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც მას უნდოდა, ის უკვე სასუფეველშია, მე კი აქ ჯოჯოხეთში, მისი შვილები მაძლიერებენ, მე მისი იმედი მაქვს, სასუფევლიდანაც მიხედავს თავის შვილებს...მადლობა ყველას თანაგძნობისთვის."
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ეს ადამიანი ნამდვილად გმირი იყო...