საზოგადოება სამი კოდი, რომელთა დახმარებითაც გაიგებთ ისმინება თუ არა თქვენი ტელეფონი?! 2018, 15 მარტი, 15:18
I) *#21# ამ კოდის საშუალებით გაარკვევთ იგზავნება თუ არა თქვენს ტელეფონში არსებული ინფორმაცია სხვა პირთან. სრული ინფორმაცია გამოჩნდება თქვენი მობილურის ეკრანზე. მსგავს ხერხს იყენებენ მშობლები, რათა გააკონტროლონ თავისი შვილები. თუმცა, შესაძლოა თქვენთვის უცნობმა თუ ნაცნობმა ადამიანმა ეს მეთოდი თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. თუ ეკრანზე დაეწერა რომ ვინმეს წვდომა აქვს თქვენს ტელეფონთან იცოდეთ, რომ მას სრული ინფორმაცია აქვს თქვენი პირადი ზარების, შეტყობინებების და საბანკო ანგარიშების შესახებაც კი; II)*#62# აკრიფეთ ეს კოდი თუ გსურთ გაარკვიოთ, იგზავნება თუ არა თქვენი პირადი ზარები და შეტყობინებები, ავტომატურ რეჟიმში, სხვა პიროვნებასთან. თუ ფიქრობთ, რომ თქვენთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, შეიძლება ამ დროს თქვენი ზარები გადამისამართებული იყოს თქვენსავე კონტაქტებში არსებულ სხვა აბონენტთან; III) ##002# ეს არის უნივერსალური კოდი, რომლის გამოყენებითაც თქვენ უბლოკავთ სხვას თქვენს ტელეფონთან წვდომის საშუალებას. ვერავინ შეძლებს მოუსმინოს თქვენს პირად საუბრებს, წაიკითხოს თქვენი შეტყობინებები და ნახოს ყველა ის ფაილი, რომელსაც მობილურში ინახავთ. 3858 6-ს მოსწონს
|