x
image
ნინო დვალაშვილი
ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდების ისტორია ვინ იყვნენ და რატომ აშანტაჟებდნენ მათ

image 8 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს. ბინის მეპატრონის ცნობით, ბიჭებმა 3 აგვისტოს იქირავეს ბინა და მას შემდეგ ისინი აღარ უნახავს. ახალგაზრდები რამდენიმე დღე არ გამოდიოდნენ კონტაქტზე, ამიტომ მშობლებმა ბათუმში ჩააკითხეს. ბინაში მისულებს კარი არავინ გაუღო, შემდეგ პოლიცია გამოიძახეს და იქ ორივე გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილთაგან ერთი გიორგი ხაჭაპურძე, პროფესიით მომღერალი იყო, ხოლო მეორე, მოდელი და დიზაინერი ზვიო სალთხუციშვილია. image მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექპერტიზის წინასწარი მონაცემებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.


image
აღსანიშავია ის ფაქტი, რომ მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძე, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ შანტაჟის შესახებ წერდა:

" ალოო ალოოო . ქალაქის პროკურატურაა? ზუსტად ერთი თვე გადის რაც ჩემი შანტაჟისთვის პიროვნებაზე გამოძიება გაქვთ დაწყებული მიუხედავად იმისა ყველა შანტაჟის წყარო გაქვთ მის ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოფოტო მასალა თავის შეტყობინებებით და ჩემი მშანტაჟებელი ჯერკიდევ თავისუფალია ანუ ეკა ბესელია უნდა ვიყო რომ კანონი ჩემთვისაც კანონობდეს? თქვენ მე შემეწირებითთავს შეგაკლავთ .... თქვენ ჩემით გაქვთ ხელფასები და ვალდებულიხართ
დაიცვათ თქვენი თითეული მოქალაქე უკანონობისაგან....ხვალ მოგიწევთ ჩემი ატანა თქვენთუარ გამოგაჩენოთ ევროპის მაშტაბით სამარცხვინოდ დაგანახებთ თქვენსას უმოქმედებო ჩემი ჯიბიდან გაქვთ ხელფასები და კანონი მე ვერ მიცავს უმოქმედებო და უნამუსოებო ნარკომანებო გაგატაროთ პარში დამაცადეთ ხვალ თქვენთანვარ. #შინაგანსაქმეთასამინისტრო #საქართველო #ქალაქისპტოკურატურა".image

ბიჭები მეგობრობდნენ, ბათუმში დასასვენებლად იყვნენ ჩასულები და ბინა ერთი თვით ჰქონდათ ნაქირავები.მათი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. image





0
3907
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
3907
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0