საზოგადოება მამა პეტრე კოლხი:ასეთი მართლმადიდებელი ხომ იუდაც იყო!. 2018, 25 მაისი, 11:35 სამების ტაძრის დეკანოზი და პოეტი მამა პეტრე კოლხი(ერისკაცობაში პაატა კვარაცხელია) სოციალურ ქსელში მოკლედ ახასიათებს თანამედროვე ქართულ საზოგადოებას: "სრულიად ერი აგრესიისკენ არის მიმართული... წყევლა, გინება, ჩაშვება, დასმენა, სიძულვილი, ლანძღვა, განკითხვა, ძალადობა... ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რომელიც საზოგადოების ყველა სფეროს მოიცავს... ასეთი მართლმადიდებელი ხომ იუდაც იყო!.. იქვე წერს:"კეთილი ადამიანი არასდროს არის რადიკალური... რადიკალური უმეტესად გაბოროტებულია, რომელიც მის ბუნებას კანონების დაცვით ამართლებს!.."
67 9-ს მოსწონს
|