საზოგადოება ამ ბიჭმა დახარჯა მხოლოდ 38 დოლარი იმისათვის, რომ დასწრებოდა იმ უნივერსიტეტის დამამთავრებელ ცერემონიას, რომელშიც არასდროს უსწავლია და შემდეგ დიპლომიც მიიღო 2018, 25 მაისი, 0:40 გაიცანით კოლეჯიდან გარიცხული ჯერონ მაიერსი იგი თავის თვითერზე ასეთ ამბავს ყვება: 4 წლის წინ მე გავირიცხე კოლეჯიდან, მაგრამ ვიყიდე მანტია და ქუდი და წავედი იმ უნივერსიტეტის დამამთავრებელ ცერემონიაზე, რომელშიც არასდროს მისწავლია. მან თავისი მეგობრის სტუდენტის ბარათის ასლი გააკეთა, გადააკეთა თავის სახელსა და გვარზე ფოტოშოპით და წავიდა ცერემონიაზე. რატომღაც ამდენ დამამთავრებელ სტუდენთა შორის მისი ბარათი რომ ყალბი იყო ვერავინ შეამჩნია. ასე რომ, მან მოახერხა კიბეზე ასვლა, დიპლომის აღება და ფოტოს გადაღება. ამ ამბავს მის გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა: შენ ხარ ლეგენდა! - უწერს მეგობარი შენ ალბათ, 4 წელში რასაც აკეთებდი, იმით უფრო მეტი ისწავლე.... უწერს მეორე მეგობარი. აღსანიშნავია, რომ ჯერონის იდეაც სწორედ ეს იყო, და ეს ყველაფერი მეგობართან ერთად დაგეგმა და წარმატებით განახორციელა. უნდა დავფიქრდეთ, გვჭირდება ნამდვილად ის განათლება, რასაც უნივერსიტეტში ვიღებთ? დიპლომის აღება ასე მარტივი არასდროს ყოფილა. მათთვის, ვისაც დიპლომი არ აქვს, კარგი იდეაა. 1607 5-ს მოსწონს
|